აჭარაში 7 არარეგისტრირებული ობიექტი გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სხვადასხვა პროფილის 7 არარეგისტრირებული ობიექტი გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდნენ:

• ფიზიკური პირი ფ. ტ. (მის: ხელვაჩაური, სოფელი მახო ) - ფრინველთა სასაკლაოზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, ფრინველი იკვლებოდა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, დაილუქა საეჭვო წარმომავლობის ფრინველის ხორცი;

• ფიზიკური პირი დ. ა. (მის: ხელვაჩაური, ფანასკერტელ-ციციშვილის N 29 ) - ფრინველთა სასაკლაოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები;

• ფიზიკური პირი დ. მ. (მის: ბათუმი, დაუდ ასამბაძის 3 ა) - ცხოველთა სასაკლაოზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, აგრეთვე ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე, რომელიც დაილუქა;

• შპს ,,ბაკური“ (მის: ბათუმი სევერიან აჭარელის ქ.N 4-აგრარული ბაზარი) - ქათმის სარეალიზაციო სივრცეში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები; ბიზნესოპერატორი, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების სრული დარღვევით, დაკვლის ადგილზევე უწევდა რეალიზაციას ფრინველის ხორცს;

• ფიზიკური პირი ნ. ს. (მის: ქობულეთი თავისუფლების ქ. N 17 ) - ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, დაილუქა საეჭვო წარმომავლობის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.

• ინდმეწარმე ი. კ. - (მის: ქობულეთი რუსთაველის ქ. 168) - საქმიანობდა ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე, ხორცპროდუქტების საწარმოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები

• ფიზიკური პირი მ. გ.- მის: (ქ. ბათუმში, ბარცხანის დასახლება, ცაბაძის ქუჩა N 5) ცხოველთა არალეგალური სასაკლაოზე გამოვლინდა სხვადასხვა შეუსაბამობები, დაილუქა ხორცი ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე.
სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონით დადგენილი ღონისძიებები, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770885053

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: 2026 წელს ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, თუმცა ვფიქრობთ, ამ გეგმას წელსაც გადაჭარბებით შევასრულებთ

2026 წელს ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ამ გეგმას წელსაც გადაჭარბებით შევასრულებთ. არსებული კონსერვატიული პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 114 მლრდ ლარს მი...

ირაკლი კობახიძე

1770883539

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: გული მინდა დავწყვიტო ქალბატონ ლორას, ჩვენი ქვეყანა ქმნის ყველა ისეთ პლაცდარმს საკანონმდებლო დანაწესებით, რომლის შესაბამისად შეუძლებელი იქნება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა

გული მინდა დავწყვიტო ქალბატონ ლორას, ჩვენი ქვეყანა ქმნის ყველა ისეთ პლაცდარმს საკანონმდებლო დანაწესებით, რომლის შესაბამისად შეუძლებელი იქნება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, - განუცხადა „ქრონიკას“...

დავით მათიკაშვილი

1770883259

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ზორან მილანოვიჩს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა უმასპინძლა...

საქართველოს პრეზიდენტი

1770881496

ახალი ამბები

ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა

ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერს პატიმრობის 8-თვიანი ვადა ამოეწურა. მას ციხესთან თანაგუნდელები დახვდნენ.

ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა

1770881359

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: ლორა თორნტონმა ძალიან ფასეული ინფორმაცია მოგვაწოდა ყველას ერთად - ჩამოთვალა ის ორგანიზაციები, რომლებიც აპირებენ საქართველოში თანხების უკანონოდ შემოტანას

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გზების შესახებ ლორა თორნტონის განცხადებას ეხმაუ...

თენგიზ შარმანაშვილი