ლევან მაჭავარიანი: ჰელსინკის სამარცხვინო სხდომა ვიხილეთ, რომელსაც კონგრესმენები და სენატორები არ დაესწრნენ

ჰელსინკის სამარცხვინო სხდომა ვიხილეთ, რომელსაც კონგრესმენები და სენატორები არ დაესწრნენ. სტუმრების რანგში საქართველოდან გაქცეული, 4 ოქტომბრის დამხობის საქმეზე ბრალდებული საქართველოდან გაქცეული, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მომხსენებელი ლორა თორნტონი იყო, რომელიც დონალდ ტრამპის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოირჩევა.

„ლორა თორნტონმა რადიკალურ ოპოზიციას 2024 წლის არჩევნებამდე გზამკვლევი გადასცა, რომ თუ ისინი არჩევნებს წააგებდნენ და სამოქალაქო დაპირისპირებაში მაინც პროტესტი უნდა გადაეყვანათ. ამ ქალბატონმა დიდი გულისწყრომა გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ მსხვერპლი ნოემბრის აქციებზე არ იყო.

ყოვლად გაფუჭებული და მავნებელი ქალბატონია, რომელიც რაღაც აბსურდზე საუბრობდა. არა მხოლოდ ევროკომისიის მაღალჩინოსანი მარტა კოსი, ამ შემთხვევაში, უკვე „მაკკეინის ინსტიტუტის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი ღიად საუბრობს იმაზე, რომ ისინი გზებს ეძებდნენ, რომ კანონს გვერდი აუარონ და მდიდარი NGO-სთვის დაფინანსება გაზარდონ.

ლორა თორნტონი წაგვეხმარა კიდეც და პირდაპირ გვითხრა, ეს ყველაფერი თუ რომელი ფონდების გავლით უნდა მოხდეს. მან NDI, „მარშალის ფონდი“, „სოროსის ფონდი“ დაასახელა. ამით კიდევ უფრო გაგვიმარტივა საქმე.

ჩვენი კანონმდებლობა იმგვარად იქნება წარმოდგენილი, რომ ნებისმიერი აქტორი, ეს იქნება მარტა კოსი თუ ლორა თორნტონი, რამდენიც არ უნდა იფიქრონ და როგორც არ უნდა ეცადონ, რომ კანონს გვერდი აუარონ და „შავი ფული“ შემოიტანონ მდიდარი NGO-ების დასაფინანსებლად, ჩვენ ყველა ასეთი პოტენციური „შავი ხვრელი“ ამოვსებული გვაქვს და არავის მივცემთ საშუალებას, რომ გარე დაფინანსებით ჩაერიონ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საქმეებში“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770889779

ახალი ამბები

ზორან მილანოვიჩი: მე ჩამოვედი აქ, რომ საქართველოს სოლიდარობა გამოვუცხადო თავის ძალისხმევაში, დაცული ჰქონდეს ტერიტორიული მთლიანობა და მე ამაში სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ

მე ჩამოვედი აქ, რომ საქართველოს სოლიდარობა გამოვუცხადო თავის ძალისხმევაში, დაცული ჰქონდეს ტერიტორიული მთლიანობა და მე ამაში სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ, - ამის შესახებ ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა...

ზორან მილანოვიჩი

1770887210

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: „იგლ ჰილსში“ უკვე გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 147 იყიდეს ქართველებმა, არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა - მხოლოდ რვა, ოპოზიციას არაბიზაციის დაანონსებული პროცესი ჩაუვარდა

„იგლ ჰილსის“ პროექტში ბინების წინასწარი გაყიდვები დაიწყო კონკრეტულად კრწანისის ტერიტორიაზე, გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 147 ბინა იყიდეს ქართველებმა და 110 ბინა იყიდეს უცხოელებმა, - ამის შესახებ საქართვ...

ირაკლი კობახიძე

1770885844

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: 2025 წლის ბიუჯეტი შესრულდა გადაჭარბებით შემოსავლის ყველა კატეგორიაში, 2026 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 36 300 000 000 ლარამდე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე წელს 8 მლრდ ლარზე მეტი მიიმართება

2025 წლის ბიუჯეტი რომ შევაჯამოთ, შესრულდა გადაჭარბებით შემოსავლის ყველა კატეგორიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმი...

ზოგადი

1770885806

ახალი ამბები

პრემიერი: ჩვენ დავიწყეთ ფასების სიღრმისეული შესწავლა ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა - სურსათი, მედიკამენტები და საწვავი და ანალოგიურ პროცესს ვიწყებთ პესტიციდებისა და აგრო-ქიმიური საშუალებების მიმართულებითაც

მოგეხსენებათ, ჩვენ დავიწყეთ ფასების სიღრმისეული შესწავლა ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა - სურსათი, მედიკამენტები და საწვავი და ანალოგიურ პროცესს ვიწყებთ პესტიციდებისა და აგრო-ქიმიური საშუალებე...

ირაკლი კობახიძე

1770885392

ახალი ამბები

აჭარაში 7 არარეგისტრირებული ობიექტი გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სხვადასხვა პროფილის 7 არარეგისტრირებული ობიექტი გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „სააგენტოსაგან მინიჭებული...

აჭარაში 7 არარეგისტრირებული ობიექტი გამოვლინდა