ირაკლი შატაკიშვილი ხატია დეკანოიძეზე: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებმა, კიდევ ერთხელ, აჩვენა რადიკალური ოპოზიციური ე.წ პარტიების ანტიკონსტიტუციური ბუნება
„საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებმა, კიდევ ერთხელ, აჩვენა რადიკალური ოპოზიციური ე.წ პარტიების ანტიკონსტიტუციური ბუნება“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი შატაკიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ხატია დეკანოიძე სავარაუდოდ განაწყენებულია იმის გამო, რომ მას სასამართლოს დარბაზი დაატოვებინეს.
„საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებმა, კიდევ ერთხელ, აჩვენა რადიკალური ოპოზიციური ე.წ პარტიების ანტიკონსტიტუციური ბუნება. ამას სასამართლოს გარედან ეხმარებიან მათი თანამოაზრეები, რომლებიც ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოებას ყოველდღიურად ბოდიშს უხდიდნენ, დგანან და ახლა ზეწოლას ახდენენ და აშანტაჟებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს და პირდაპირ ერევიან სასამართლო ხელისუფლების სუვერენიტეტში, რაც აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელია.
რაც შეეხება ბრიფინგის ავტორს, ალბათ განაწყენებულია იმის გამო, რომ სასამართლო დარბაზი მან პოლიტიკურ სივრცედ მიიჩნია, არ დაემორჩილა სასამართლოს მითითებებს და დაატოვებინეს დარბაზი“, - განაცხადა შატაკიშვილმა.
1794920539
ახალი ამბებინიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაბალი ტემპერატუ...
1794919751
სპორტიარჩილ გორდულაძე „ლელოს“ განცხადებებზე: მათი თითოეული ნათქვამი არის უპატივცემულობა საქართველოს კონსტიტუციისა და სამართლებრივი სახელმწიფოსი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში „ლელოს“მიერ დღეს გაკეთებული განცხადებები მედიასთან შეაფასა. როგორც გორდულაძემ აღნიშნა, მათი თითოეული ნათქვამი ეს არ...
1794918086
ახალი ამბებიბაკურიანში ზამთრის სეზონის დაწყებამდე გზები მოწესრიგდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ბაკურიანში ზამთრის საკურორტო სეზონის დაწყებამდე საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზების მოწესრიგების სამუშაოებს ჩაატ...
1794916497
ახალი ამბებისაქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვს
ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტის“ სამეცნიერო კვლევითმა პროექტმა BridgeGap-მა (ხარვეზების შევსება) სასამართლოს გამჭვირვალობის და დამოუკიდებლობის რეიტინგები გამოაქვეყნა. მაჩვენებლები ზომავს, რამდენად ა...
1794915194
ახალი ამბებიშემოსავლების სამსახური: ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, მებაჟე ოფიცრებმა საფოსტო გზავნილში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, მებაჟე ოფიცრებმა საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინ...































