კახა კალაძე ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტზე: ჩამოვიდა რუსთაველის გამზირზე მდგარი „აკაცუკების“ პატრონი, რომ საკუთარი „შვილები“ მოენახულებინა

დედაქალაქის მერმა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის თბილისში ვიზიტის დროს მომხდარი ფაქტი სამწუხაროდ შეაფასა.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, გასაკვირი არ ყოფილა, რომ ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა, რადგან, მისი თქმით, ძალადობრივი ჯგუფები სწორედ ქვეყნის გარედან ფინანსდებიან.

„ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო ამ ტიპის ნაბიჯის გადადგმა, თუმცა არც გასაკვირია. იცით, რომ ძალადობრივი ჯგუფები გარედან ფინანსდებიან. რამდენიმე აკაცუკი შეიკრიბება, რუსთაველის გამზირს გადაკეტავს, თბილისის მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის. რაც შეეხება ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტს, ჩამოვიდა მათი პატრონი, რომ საკუთარი „შვილები“ მოენახულებინა.

იცით, რა არის მთავარი? საზოგადოება უკვე ყველაფერს ხვდება, ყველაფერი ხელისგულზეა და ცხადია, ვის რა ინტერესი აქვს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, რა პოლიტიკური პროცესები მიდის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამიტომ ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს და ჩვენი მტკიცე ხასიათი, პირველ რიგში, მიმართულია იქით, რომ დავიცვათ ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760610405

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ვინც კანონს დაარღვევს, მას შესაბამისი სანქცია უნდა დაეკისროს და ეს სანქცია ისეთი უნდა იყოს, რომ ჰქონდეს პრევენციული ფუნქცია, ანუ ადამიანს არ უღირდეს მისი დარღვევა

„ვინც კანონს დაარღვევს, მას შესაბამისი სანქცია უნდა დაეკისროს და ეს სანქცია ისეთი უნდა იყოს, რომ ჰქონდეს პრევენციული ფუნქცია, ანუ ადამიანს არ უღირდეს მისი დარღვევა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარ...

შალვა პაპუაშვილი

1760609281

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძემ მერაბ კოსტავას ახლად რეაბილიტირებული მემორიალური სახლ-მუზეუმი დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად მერაბ კოსტავას ახლად რეაბილიტირებულ...

ირაკლი კობახიძემ მერაბ კოსტავას ახლად რეაბილიტირებული მემორიალური სახლ-მუზეუმი დაათვალიერა

1760605957

ახალი ამბები

კახა კალაძე EPDE-ის ანგარიშზე: რეალობას არის აცდენილი და სიმართლეს არ შეესაბამება

დასკვნა რეალობას არის აცდენილი და არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება - რეალობა არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ უთხრა „არა“ მოძალადეებს, აგენტურას ქვეყანაში და ქვეყნის მტრებს გარედან, -...

კახა კალაძე

1760604504

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიაზე: როცა საუბრობენ „ფარაზე“, რომელიც მოქმედებს ამერიკაში, ვერ ბედავენ, თქვან, რომ ამერიკაში რომ მოქმედებს, კანონის უზენაესობას ეწინააღმდეგებაო - ამბობენ, საქართველოში რომ მოქმედებს, იმაზე ვამბობთო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან შეაფასა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ გააუქმოს ამერიკული FARA-ს ანალოგი კანონი, რადგან მათი შეფასებით, ამ კანონის...

შალვა პაპუაშვილი

1760602657

ახალი ამბები

ცესკომ მორიგი საერთაშორისო ISO 9001:2015 სერტიფიკატი მოიპოვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნების მართვის სფეროში საერთაშორისო აუდიტი კვლავ წარმატებით გაიარა. ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015-ის ფარგლებში ჩატარებულიაუდიტი ორ ე...

ცესკომ მორიგი საერთაშორისო ISO 9001:2015 სერტიფიკატი მოიპოვა