ცესკომ მორიგი საერთაშორისო ISO 9001:2015 სერტიფიკატი მოიპოვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნების მართვის სფეროში საერთაშორისო აუდიტი კვლავ წარმატებით გაიარა. ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015-ის ფარგლებში ჩატარებული
აუდიტი ორ ეტაპად განხორციელდა.

ISO-ს სტანდარტი წარმოადგენს ხარისხის მართვის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ საერთაშორისო ჩარჩოს, რომლის მიზანია ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობის, გამჭვირვალობისა და მომხმარებელზე ორიენტირებულობის უზრუნველყოფა.

ISO-ს სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შპს „მენეჯმენტის სისტემების“ აუდიტორის მიერ 2025 წლის 3 ივლისს განხორციელდა შიდა აუდიტი, ხოლო 2025 წლის 19 აგვისტოს დისტანციურად
განხორციელდა სასერტიფიკაციო აუდიტი საერთაშორისო აუდიტორების მიერ. ორივე სახის აუდიტი წარმატებით დასრულდა და ცესკომ მოიპოვა მორიგი საერთაშორისო ISO 9001:2015 სერტიფიკატი.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ხარისხის მართვის სისტემის (QMS) მრავალ დადებით მხარესა და უპირატესობას შორის, აუდიტორის მიერ აღნიშნულ იქნა შემდეგი ასპექტები:

• კარგად ჩამოყალიბებული სტრატეგია კონკრეტული შედეგების მისაღწევად;

•  საარჩევნო პროცესისა და ხმის მიცემის პროცედურების მაღალ დონეზე მართვა/რეგულირება;

• არჩევნებში ჩართულ მხარეებთან მუდმივი კომუნიკაცია;

• საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ფართომასშტაბიანი სწავლება და გადამზადება;

• ინფორმირების კამპანიის ფარგლებში საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი გამოყენება.

აუდიტის შედეგად კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ადმინისტრაციის მიზნები, ამოცანები, აქტივობები და პროექტები, შეთავაზებული სერვისები და საქმიანობის მონიტორინგი შეესაბამება ხარისხის მენეჯმენტის მიერ მოთხოვნილ ყველა სტანდარტს.

როგორც საერთაშორისო აუდიტორის შეფასებაშია აღნიშნული „ადმინისტრაციის საქმიანობა პასუხობს საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს. დადასტურდა, რომ ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემა (MS) წარმატებით უზრუნველყოფს დადგენილი სტანდარტის (სტანდარტების) შესაბამისი მოთხოვნების შესრულებას და აკრედიტებული სერტიფიცირებისთვის მოსალოდნელი შედეგების მიღწევას, როგორც ეს განსაზღვრულია ISO IAF-ის კომუნიკეში აკრედიტებული სერტიფიცირების შესახებ. ორგანიზაცია აკმაყოფილებს და შესაბამისად ახორციელებს MS-ის შესაბამის მოთხოვნებს და შეუძლია უზრუნველყოს ამ სერვისის უწყვეტი მიწოდება მომხმარებლის მოთხოვნებისა
და შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად, მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდის მიზნით“.

აღსანიშნავია, რომ ცესკოსთვის ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის შენარჩუნება ნიშნავს არამხოლოდ ეფექტიანი შიდა მენეჯმენტის დემონსტრირებას, არამედ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და
გამჭვირვალობის მაღალი დონის უზრუნველყოფას. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს საერთაშორისო პრინციპების გათვალისწინებით და საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ISO 9001:2015-ის ფარგლებში საერთაშორისო აუდიტი პირველად 2019 წელს გაიარა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760610405

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ვინც კანონს დაარღვევს, მას შესაბამისი სანქცია უნდა დაეკისროს და ეს სანქცია ისეთი უნდა იყოს, რომ ჰქონდეს პრევენციული ფუნქცია, ანუ ადამიანს არ უღირდეს მისი დარღვევა

„ვინც კანონს დაარღვევს, მას შესაბამისი სანქცია უნდა დაეკისროს და ეს სანქცია ისეთი უნდა იყოს, რომ ჰქონდეს პრევენციული ფუნქცია, ანუ ადამიანს არ უღირდეს მისი დარღვევა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარ...

შალვა პაპუაშვილი

1760609281

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძემ მერაბ კოსტავას ახლად რეაბილიტირებული მემორიალური სახლ-მუზეუმი დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად მერაბ კოსტავას ახლად რეაბილიტირებულ...

ირაკლი კობახიძემ მერაბ კოსტავას ახლად რეაბილიტირებული მემორიალური სახლ-მუზეუმი დაათვალიერა

1760605957

ახალი ამბები

კახა კალაძე EPDE-ის ანგარიშზე: რეალობას არის აცდენილი და სიმართლეს არ შეესაბამება

დასკვნა რეალობას არის აცდენილი და არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება - რეალობა არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ უთხრა „არა“ მოძალადეებს, აგენტურას ქვეყანაში და ქვეყნის მტრებს გარედან, -...

კახა კალაძე

1760604504

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიაზე: როცა საუბრობენ „ფარაზე“, რომელიც მოქმედებს ამერიკაში, ვერ ბედავენ, თქვან, რომ ამერიკაში რომ მოქმედებს, კანონის უზენაესობას ეწინააღმდეგებაო - ამბობენ, საქართველოში რომ მოქმედებს, იმაზე ვამბობთო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან შეაფასა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ გააუქმოს ამერიკული FARA-ს ანალოგი კანონი, რადგან მათი შეფასებით, ამ კანონის...

შალვა პაპუაშვილი

1760602749

ახალი ამბები

კახა კალაძე ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტზე: ჩამოვიდა რუსთაველის გამზირზე მდგარი „აკაცუკების“ პატრონი, რომ საკუთარი „შვილები“ მოენახულებინა

დედაქალაქის მერმა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის თბილისში ვიზიტის დროს მომხდარი ფაქტი სამწუხაროდ შეაფასა. როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, გასაკვირი არ ყოფილა, რომ ელინა ვალტონენი რუსთაველ...

კახა კალაძე