დავით ქართველიშვილი: ლავროვის განცხადება აჩვენებს, რომ მოსკოვი საქართველოს სთავაზობს არა დიალოგს, არამედ 2008 წლის შედეგების ლეგიტიმაციას
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი შეფასებით, მოსკოვის გზავნილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი ცდილობს, თავი კონფლიქტის მხარის სტატუსიდან გამოიყვანოს და საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალთან იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებების გაფორმებისკენ უბიძგოს.
ქართველიშვილი წერს, რომ ლავროვის განცხადება პასუხია იმ მოსაზრებაზე, თითქოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მთავარი დაბრკოლება მხოლოდ თბილისის მხრიდან დიალოგის ნაკლებობა იყო.
მისი შეფასებით, რუსეთის მიერ შეთავაზებული ფორმულა მიზნად ისახავს 2008 წლის შედეგების ლეგიტიმაციას და არა მშვიდობის მიღწევას.
„რუსეთმა ფაქტობრივად თავად გასცა პასუხი იმ ილუზიებს, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენი საზოგადოების ნაწილს არწმუნებდა, თითქოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დაბლოკილია არა ოკუპაციის, არა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის მიერ აღიარების, არა ამ ტერიტორიებზე განთავსებული რუსული სამხედრო ძალების გამო, არამედ მხოლოდ და მხოლოდ თბილისის „დიალოგის სურვილის არქონის“ გამო. აი, ლავროვის მიერ გაჟღერებული კრემლის პასუხიც: ესაუბრეთ არა რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს, არამედ იმ წარმონაქმნებს, რომლებსაც მოსკოვი „სუვერენულ რესპუბლიკებს“ უწოდებს, და მათთან იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებას მოაწერეთ ხელი. ეს უკვე აღარ არის დიპლომატია - ეს არის მცდელობა, საქართველომ საკუთარი ხელით მოახდინოს 2008 წლის შედეგების ლეგიტიმაცია. რუსული ფორმულის არსი სრულიად ნათელია: რუსეთი გამოიყვანოს პასუხისმგებელი მხარის სტატუსიდან, გადაიქცეს ომისა და ოკუპაციის მონაწილიდან თითქოსდა „უსაფრთხოების გარანტად“, ხოლო საქართველო იმ მხარედ, რომელმაც სოხუმისა და ცხინვალის სუბიექტურობა უნდა აღიაროს.
სწორედ ამიტომ, „ძალის გამოუყენებლობის“ შესახებ საუბარი ლამაზად ჟღერს მხოლოდ დიპლომატიურ ბროშურებში; პოლიტიკურ რეალობაში კი ეს არის ხაფანგი, სადაც მშვიდობის სახელით თბილისს კაპიტულაციის გაფორმებას სთავაზობენ. განსაკუთრებით ცინიკურია ეს ყველაფერი იმ ფონზე, რომ 2008 წლის ომის შემდეგ სწორედ რუსეთმა აღიარა ეს რეგიონები და სწორედ მან განათავსა იქ საკუთარი სამხედრო ძალები. სწორედ ამიტომ, „რუსეთთან დიალოგის“ მეშვეობით სასწაულის მოლოდინი დღევანდელ რეალობაში უაზროა. სანამ კრემლში ძალაუფლებას ინარჩუნებს ის პოლიტიკური კლანი, რომელსაც პირდაპირი ისტორიული და პერსონალური პასუხისმგებლობა აკისრია 2008 წლის გადაწყვეტილებებზე, იგი ვერ იქნება საკუთარი ქმედებების შედეგების სამართლიანი შემსწორებელი.
მას მხოლოდ ძველი ულტიმატუმების ახალი დიპლომატიური შეფუთვით წარმოდგენა შეუძლია - „საზღვრები“, „რესპუბლიკები“, „უსაფრთხოება“, „ძალის გამოუყენებლობა“. მაგრამ ამ სიტყვების უკან ერთი და იგივე მიზანი დგას - არა მშვიდობის აღდგენა, არამედ საქართველოს დაყოფის შედეგების საბოლოო გამყარება. რეალისტური პერსპექტივა მხოლოდ ორი აუცილებელი პირობის შესრულების შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს: რუსეთის ხელისუფლების იმ პერსონალური შემადგენლობის შეცვლა, რომელიც 2008 წლის მოვლენებთან ინდივიდუალური პასუხისმგებლობით არ არის დაკავშირებული, და პროცესში საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების სრულფასოვანი ჩართვა.
საერთაშორისო ჩარჩოს გარეშე თბილისს კვლავ და კვლავ თავს მოახვევენ ცრუ არჩევანს: ან პირდაპირ ესაუბრეთ საოკუპაციო რეჟიმებს, ან მშვიდობის მოწინააღმდეგედ გამოგაცხადებენ. ეს აღარ არის მოლაპარაკება - ეს არის დიპლომატიური მახე. ამიტომ, მოსკოვის დღევანდელი განცხადება მშვიდობისკენ მოწოდება კი არა, ცივი შეხსენებაა იმისა, რომ პრობლემა არ მდგომარეობს იმაში, თითქოს საქართველო საკმარისად არ საუბრობს.
პრობლემა ისაა, რომ რუსეთი დღემდე გვთავაზობს საუბარს ომის შედეგების ენაზე და, სანამ ეს ენა არ შეიცვლება, „მარტივი დიალოგის“ შესახებ ნებისმიერი ილუზია პოლიტიკა კი არა, თავის მოტყუება იქნება,” - წერს დავით ქართველიშვილი.
1783066865
მსოფლიოჯანმომ ჰანტავირუსის აფეთქება დასრულებულად გამოაცხადა
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა განაცხადა, რომ საკრუიზო ლაინერზე, „ჰონდიუსზე“ მომხდარი ჰანტავირუსის აფეთქება დასრულებულია. ამის შესახებ theguardian ი...
1783064829
ახალი ამბებიკახა კალაძე: მთაწმინდის ფერდზე, რომელიც ჩვენი ქალაქის ფილტვებია, ყველაფერი მოწესრიგებულია - აუცილებლად ყველამ უნდა ნახოს, რა გაკეთდა და რა სილამაზეა
თბილისის მერიასა და ფონდ „ქართუს“ შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარე პროექტი - „თბილისის ურბანული ტყე“, დასრულების ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, უკვე აღდგა 700 ჰექტარამდე ტერიტორია, განახლ...
1783063243
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე ჯო უილსონის განცხადებაზე: თუ რამეა ამ ქვეყანაში სიყალბე, ეს სწორედ ოპოზიციის ფასიანი პოლიტიკური შოუმენის, ჯო უილსონის დარდია საქართველოზე!
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის, მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „„ოცნების“ ყალბი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშ...
1783062750
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიმართ ნდობა შეირყევა, თუ შერჩევითი მიდგომის განცდა გაძლიერდება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ საქართველოს საკითხის განხილვას ეხმიანება. მისი შეფასებით, საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ნდობა ს...
1783061728
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედე...































