დღეს პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია სრულდება
2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაციის IV ეტაპი დღეს, 24:00 საათზე დასრულდება. ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული ეტაპის ფარგლებში ყველა მსურველს შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდეს საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე მისთვის სასურველ საჯარო სკოლაში.
„პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია 15 ივნისიდან განათლების მართვის სისტემის პორტალზე - registration.emis.ge - მიმდინარეობს.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით, სავალდებულოა, მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა რეგისტრაციისას შერჩეულ საჯარო სკოლაში წარადგინოს განცხადება, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.
დადგენილ ვადაში დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ რეგისტრაციისთვის განსაზღვრული ვადები და რეგისტრაციის პროცესი დღეს, 24:00 საათამდე დაასრულონ.
დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდსა და რეგისტრაციის პორტალზე.
რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცხელ ხაზზე - (+995 32) 2 200 220 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე - [email protected] “, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1783063243
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე ჯო უილსონის განცხადებაზე: თუ რამეა ამ ქვეყანაში სიყალბე, ეს სწორედ ოპოზიციის ფასიანი პოლიტიკური შოუმენის, ჯო უილსონის დარდია საქართველოზე!
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის, მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „„ოცნების“ ყალბი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშ...
1783062750
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიმართ ნდობა შეირყევა, თუ შერჩევითი მიდგომის განცდა გაძლიერდება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ საქართველოს საკითხის განხილვას ეხმიანება. მისი შეფასებით, საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ნდობა ს...
1783061728
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედე...
1783060454
ახალი ამბებიცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს....
1783060385
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ევროკავშირს ჩინეთთან წლიურად 700 მილიარდის სავაჭრო ბრუნვა აქვს, ჩვენ კი ჩინეთთან ურთიერთობის გამო გვაკრიტიკებენ, რაც შეეხება ირანს, მათაც მოგვისამძიმრეს პატრიარქის გარდაცვალება
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკა. მან აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო სივრცეში უკვე 4 წელია სწორი გზით...































