დავით მათიკაშვილი: ბატონი ბიძინა ივანიშვილი რომ არა და ის რევოლუციური არჩევნები, რომელიც 1-ელ ოქტომბერს ჩატარდა, ძალიან სავალალო შედეგით დასრულდებოდა სააკაშვილის რეჟიმის განგრძობადი მმართველობა

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი 14 წლის წინ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების მნიშვნელობაზე საუბრობს.

„თუ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, თუ არა ქართველი ხალხის მედგარი წინააღმდეგობა და ის რევოლუციური არჩევნები, რომელიც 1-ელ ოქტომბერს ჩატარდა ძალიან სავალალო შედეგით დასრულდებოდა სააკაშვილის რეჟიმის განგრძობადი მმართველობა. სწორედ ამ დღეს, 14 წლის წინ ქართველმა ხალხმა შეძლო და „ქართულ ოცნებასთან“ ერთად დაამარცხა და სამუდამოდ განდევნა პოლიტიკური ავანსცენიდან ის რეჟიმი, რომელსაც ერთადერთი რამ შეიძლება, ეწოდოს - ეს იყო ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი დიქტატურა, რომლის მიზანსაც ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურება წარმოადგენდა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლიდან დღეს 14 წელი გავიდა. 2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მოსახლეობის ხმების 54.97% მოიპოვა და იმჟამინდელი მმართველი პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დაამარცხა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790798297

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ევროკავშირში ფეხქვეშ გათელეს ყველა ის ფასეულობა, რომელზეც იდგნენ

„ყველაზე მთავარი და საუბედურო, რა არის იცით, მართლა ფეხქვეშ გათელეს ყველა ის ფასეულობა, რა ფასეულობებზეც იდგნენ. ბრიუსელში, თავიანთივე ქვეყნებში ხედავენ უკვე, პირდაპირი მნიშვნელობით, საბჭოთა მმართველო...

ირაკლი კირცხალია

1790795845

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: რეალურად „ქართული ოცნების“ რეიტინგი IRI-ის კვლევის შედეგებს ორჯერ აღემატება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, რეალურად „ქართული ოცნების“ რეიტინგი IRI-ის კვლევის შედეგებს ორჯერ აღემატება. როგორც...

ირაკლი კირცხალია

1790795032

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: არ გამოვრიცხავ, მის შემდეგ წერილს გიგაურის, ლომჯარიას, ან რომელიმე აგენტურული არასამთავრობოს გამოხმაურება მოჰყვეს, რომ ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია

„არ გამოვრიცხავ, შემდეგ წერილს ეკა გიგაურის, ლომჯარიას, ან რომელიმე აგენტურული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია“, - ამის შესახებ საპ...

ირაკლი კირცხალია

1790791981

ახალი ამბები

გენადი არველაძე: CAREC-ის სავაჭრო პალატების ალიანსი, კერძო სექტორს დაეხმარება, უფრო აქტიურად განახორციელოს ბიზნესპროექტები შუა დერეფანში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ CAREC-ის (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა) მინისტრთა 25-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ ბიზნესფ...

გენადი არველაძე

1790789585

ახალი ამბები

თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა

თბილისის საკრებულო მსოფლიოს მასშტაბით ოქტომბერში დაგეგმილ ღონისძიებებს უერთდება, რომლის ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა. კამპანია „ვარდისფერი ოქტომბერი“ უკვე წლებია ძუძუს კიბოს...

თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა