არჩილ გორდულაძე: ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში გაჩნდა იმედი, რომ მწამებლური სისტემა დასრულდებოდა
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე 14 წლის წინ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობას აფასებს.
„ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის, 2011 წელს გავრცელებული წერილის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში გაჩნდა იმედი, რომ მწამებლური სისტემა დასრულდებოდა, დასრულდებოდა ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, მიყურადებები, ფარული მოსმენები, პირადი ვიდეოებით დაშანტაჟებები, ქონების ჩამორთმევა, გარე მმართველობა და არაადამიანური მოპყრობა საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ეს დაგვირგვინდა 2012 წლის 1 ოქტომბერს, როდესაც საზოგადოება გვერდში დაუდგა ერთადერთ ძალას, რომლის მიზანიც იყო ამ ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა და ამ ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ შრომა, რომელიც არ დასრულებულა და უკვე 14 წელია, მიმდინარეობს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლიდან დღეს 14 წელი გავიდა.
2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მოსახლეობის ხმების 54.97% მოიპოვა და იმჟამინდელი მმართველი პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დაამარცხა.
1790798297
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ევროკავშირში ფეხქვეშ გათელეს ყველა ის ფასეულობა, რომელზეც იდგნენ
„ყველაზე მთავარი და საუბედურო, რა არის იცით, მართლა ფეხქვეშ გათელეს ყველა ის ფასეულობა, რა ფასეულობებზეც იდგნენ. ბრიუსელში, თავიანთივე ქვეყნებში ხედავენ უკვე, პირდაპირი მნიშვნელობით, საბჭოთა მმართველო...
1790795845
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: რეალურად „ქართული ოცნების“ რეიტინგი IRI-ის კვლევის შედეგებს ორჯერ აღემატება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, რეალურად „ქართული ოცნების“ რეიტინგი IRI-ის კვლევის შედეგებს ორჯერ აღემატება. როგორც...
1790795032
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: არ გამოვრიცხავ, მის შემდეგ წერილს გიგაურის, ლომჯარიას, ან რომელიმე აგენტურული არასამთავრობოს გამოხმაურება მოჰყვეს, რომ ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია
„არ გამოვრიცხავ, შემდეგ წერილს ეკა გიგაურის, ლომჯარიას, ან რომელიმე აგენტურული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია“, - ამის შესახებ საპ...
1790791981
ახალი ამბებიგენადი არველაძე: CAREC-ის სავაჭრო პალატების ალიანსი, კერძო სექტორს დაეხმარება, უფრო აქტიურად განახორციელოს ბიზნესპროექტები შუა დერეფანში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ CAREC-ის (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა) მინისტრთა 25-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ ბიზნესფ...
1790789585
ახალი ამბებითბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა
თბილისის საკრებულო მსოფლიოს მასშტაბით ოქტომბერში დაგეგმილ ღონისძიებებს უერთდება, რომლის ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა. კამპანია „ვარდისფერი ოქტომბერი“ უკვე წლებია ძუძუს კიბოს...































