ლაშა გეგეჭკორი ნოდარ მელაძეს: დადე, ნოდარ, ივანიშვილის ფონდსა და რომელიმე კომპანიას შორის გაფორმებული ერთი სასესხო ხელშეკრულება - ვერა, ჰო? ვერ დადებ იმას, რაც არ არსებობს. ტექნოლოგია ძველია - მე დაგაბრალებ, წადი შენ და თავი იმართლე

 ნოდარ მელაძის დღევანდელი შაბათის ანონსი ვნახე. ფსკერი ჩახვრიტა, თემა აქვს, რომ თურმე “ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხებს გასცემენ.” ტექნოლოგია ძველია - მე დაგაბრალებ, წადი შენ და თავი იმართლე, - წერს მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი, „ტვ პირველის“ მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებაზე.

ლაშა გეგეჭკორის განცხადებით, ნოდარ მელაძისგან მსგავსი ბრალდება საზოგადოებას მრავალჯერ მოუსმენია, მაგრამ ბრალდების დამადასტურებელი მასალები არავის უნახავს.

გეგეჭკორი მოუწოდებს ნოდარ მელაძეს დადოს შესაბამისი მტკიცებულებები, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მას მსგავსი არაფერი აქვს.

„“ორშაბათი შაბათია, სამშაბათიც შაბათია, ოთხშაბათიც შაბათია…”
ნოდარ მელაძის დღევანდელი შაბათის ანონსი ვნახე. ფსკერი ჩახვრიტა, თემა აქვს, რომ თურმე 
“ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხებს გასცემენ.”

ტექნოლოგია ძველია - მე დაგაბრალებ, წადი შენ და თავი იმართლე.

ასეთ ნოდარებს ავიწყდებათ რომ ზოგადად, სასამართლოში მიმართვის შემთხვევაში ბრალდების მტკიცებულება ბრალდების მხარესაა.

ანუ მე კი არ უნდა ვიმართლო თავი და ვამტკიცო ჩემი უდანაშაულობა, შენ - ბრალმდებელმა უნდა დაამტკიცო ჩემი ბრალი ამა თუ იმ დანაშაულში.

ბევრჯერ მოგვისმენია ნოდარასგან: ჩვენ მოვიპოვეთ სუს-ის დახურული ფაილები, ჩვენ მოვიპოვეთ გამოძიების მასალები. ოღონდ ეს ფაილები და მასალები არ გვინახავს. ჩვენ კი არა - არც ნოდარას არ უნახავს.

დადე, ნოდარ, ბიჭო, ივანიშვილის ფონდსა და რომელიმე კომპანიას შორის გაფორმებული ერთი სასესხო ხელშეკრულება და მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება ბ ა ტ ო ნ ნოდარს დაგიძახებ.

ვერა, ჰო? აქ მართალი ხარ, ვერ დადებ იმას, რაც არ არსებობს.

ამიტომ არის შენს ჟურნალისტურ ცხოვრებაში “ყოველი დღე შაბათი…”

გმადლობთ ყურადღებისთვის,“- წერს ლაშა გეგეჭკორი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777102836

ახალი ამბები

ხუბუა: ხაზარაძე, რომლის ქველმოქმედებაზე არავის არაფერი სმენია და რომელმაც „კათარზისის" ბენეფიციარებს 150-ლარიან დაფინანსებაზეც უარი უთხრა, ცდილობს, საკუთარი ჯიბის ტელევიზიით გააშავოს ქველმოქმედებაში 3 მილიარდის დამხარჯავი ივანიშვილი

მევახშეობით, ყაჩაღ-ბანკირობითა და კაბალური პროცენტებით ხალხის ცოცხლად გამტყავებელი მამუკა ხაზარაძის მიერ დაფინანსებული ,,ტვ პირველი" იუწყება - ივანიშვილები საქველმოქმედო ფონდიდან პროცენტიან სესხებს გა...

ჯაბა ხუბუა

1777101690

ახალი ამბები

დაკავებულია უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეები - იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკ...

დაკავება პოლიცია

1777099981

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: 15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება

„15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება“, - ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airl...

მარიამ ქვრივიშვილი: 15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება

1777099012

ახალი ამბები

LIVE: პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით სიონში წირვა მიმდინარეობს

თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის გარდაცვალ...

წირვა - წირვა ლოცვა

1777097545

ახალი ამბები

როგორი ამინდი იქნება 25 აპრილს - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით

25 აპრილს, საქართველოს უმეტეს ქალაქებში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან იწვიმებს. ტემპერატურა ქალაქების მიხედვით: გაგრა +15 - წვიმა სოხუმი +16 - წვიმა ზუგდიდი +18 - უმეტესად მზიანი მესტია +4 - თო...

ამინდი  - ამინდი