მეუფე შიო: ამ 40 დღის განმავლობაში, ღვთის შეწევნით, კრძალვით განვასრულეთ ჩვენი შვილებრივი მოვალეობა და ეს დრო იქცა ჩვენთვის ერთგვარი დაფიქრების, მისი უწმინდესობის პიროვნების ახლებურად დანახვის
„განვლო 40-მა დღემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებიდან, ამ 40 დღის განმავლობაში, ღვთის შეწევნით, შეძლებისდაგვარად, კრძალვით განვასრულეთ ჩვენი შვილებრივი მოვალეობა. ეს დრო იქცა ჩვენთვის ერთგვარი დაფიქრების, მისი უწმინდესობის პიროვნების ახლებურად დანახვის, ასევე ჩვენი თავის, ჩვენი ხალხის შეცნობის დღეებად“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტისმოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
მისივე თქმით, უფალმა ჩვენ გვანახა კათოლიკოს პატრიარქის ჭეშმარიტი სახე, როგორც ნამდვილი მოძღვრისა, რომელსაც უფალთან მიჰყავს მისი სამწყსო და რომელიც მოსეს მსგავსად უჩვენებდა ჩვენ ერს სულიერი ტყვეობიდან გამოხსნის გზას.
„განვლო 40-მა დღემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებიდან და ჩვენ გვახსენდება ბიბლიიდან წმინდა მამამთავარი იოსები, რომელმაც თავის მამას მამამთავარ იაკობს განუკუთვნა 40 დღიანი დაკრძალვითი მსახურება და გლოვა.
და აი ჩვენც, ამ 40 დღის განმავლობაში, ღვთის შეწევნით, შეძლებისდაგვარად, კრძალვით განვასრულეთ ჩვენი შვილებრივი მოვალეობა. ეს დრო იქცა ჩვენთვის ერთგვარი დაფიქრების, მისი უწმინდესობის პიროვნების ახლებურად დანახვის, ასევე ჩვენი თავის, ჩვენი ხალხის შეცნობის დღეებად. ის, რისი მომსწრენიც ჩვენ გავხდით, იმ უჩვეულო სიდიადით აღვსილმა სიჩუმემ, რომელმაც დაისადგურა მისი უწმინდესობის გარდაცვალების შემდეგ, განგვაცდევინა მოწიწებაც, სიყვარულიც და ალბათ არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ სულიერი გამოფხიზლება და აღმავლობაც.
უფალმა ჩვენ გვანახა კათოლიკოს პატრიარქის ჭეშმარიტი სახე, როგორც ნამდვილი მოძღვრისა, რომელსაც უფალთან მიჰყავს მისი სამწყსო და რომელიც მოსეს მსგავსად უჩვენებდა ჩვენ ერს სულიერი ტყვეობიდან გამოხსნის გზას და უნათებდა ამ გზას აღთქმული ქვეყნისკენ.
ეს არის სახე ნამდვილი ქრისტიანის, ნამდვილი მწყემსმთავარის, ნამდვილი მოძღვრის, რომელზეც ამბობდა წმინდა მოციქული პავლე მოციქული, რომ „მე აღარ ვცხოვრობ, არამედ ჩემში ცოცხლობს ისეო ქრისტე“. შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ დიახ, მის უწმინდესობაში, მის პიროვნებაში ცხოვრობდა უფალი იესო ქრისტე. მის ღვაწლში, მის ყოველდღიურ საქმიანობაში“,- განაცხადა მეუფე შიომ.
1777102836
ახალი ამბებიხუბუა: ხაზარაძე, რომლის ქველმოქმედებაზე არავის არაფერი სმენია და რომელმაც „კათარზისის" ბენეფიციარებს 150-ლარიან დაფინანსებაზეც უარი უთხრა, ცდილობს, საკუთარი ჯიბის ტელევიზიით გააშავოს ქველმოქმედებაში 3 მილიარდის დამხარჯავი ივანიშვილი
მევახშეობით, ყაჩაღ-ბანკირობითა და კაბალური პროცენტებით ხალხის ცოცხლად გამტყავებელი მამუკა ხაზარაძის მიერ დაფინანსებული ,,ტვ პირველი" იუწყება - ივანიშვილები საქველმოქმედო ფონდიდან პროცენტიან სესხებს გა...
1777101690
ახალი ამბებიდაკავებულია უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეები - იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკ...
1777099981
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: 15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
„15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება“, - ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airl...
1777099012
ახალი ამბებიLIVE: პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით სიონში წირვა მიმდინარეობს
თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის გარდაცვალ...
1777097545
ახალი ამბებიროგორი ამინდი იქნება 25 აპრილს - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით
25 აპრილს, საქართველოს უმეტეს ქალაქებში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან იწვიმებს. ტემპერატურა ქალაქების მიხედვით: გაგრა +15 - წვიმა სოხუმი +16 - წვიმა ზუგდიდი +18 - უმეტესად მზიანი მესტია +4 - თო...































