ლევან მაჭავარიანი სურსათზე ფასების შემცირებაზე: პარლამენტი ძალიან აქტიურად იმუშავებს და შემდეგი წლის პირველივე ნახევარში ჩვენ შევძლებთ, რომ რასაც პრემიერი დაჰპირდა ჩვენს მოქალაქეებს, ეს ყველაფერი შესრულებული იყოს

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. რა შეპირებაც მისცა პრემიერმა მოქალაქეებს ყველაფერი 100%-ით სრულდება“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პრემიერის ინიციატივაზე საუბრისას.

მისი თქმით, პარლამენტი სრულად იქნება ჩართული ამ პროცესში და წლის პირველ ნახევარში საქართველოს მოქალაქეები უკვე იგრძნობენ ამ ინიციატივის შედეგებს.

„როგორც კი პარლამენტი დაიწყებს მუშაობას თებერვალში, ეს იქნება საჯარო პროცესი. შემდეგი წლის პირველივე ნახევარში ჩვენ შევძლებთ, რომ რასაც ბატონი პრემიერი დაჰპირდა ჩვენს მოქალაქეებს, ეს ყველაფერი შესრულებული იყოს. ყოველ შემთხვევაში, წლის პირველ ნახევარში ჩვენი მოქალაქეები იგრძნობენ ამ დაპირების რეალისტობას.

პარლამენტი ძალიან აქტიურად იმუშავებს. შესაბამისად, პარლამენტიც თავის რეკომენდაციებს დადებს. კომისიის მუშაობა იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე. შეიძლება, ჩვენ შესაბამისი კანონებში მოგვიწიოს ცვლილებების შეტანა. ახალი კანონების დაინიცირება და ა.შ. მოკლედ, მთელი გუნდი - აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ვმუშაობთ აბსოლუტურ სინქრონში იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, რომელსაც ჩვენ არ გავურბივართ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა.

„აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივაღწიოთ. საჭიროების შემთხვევაში, ამისათვის სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ“, - აღნიშნავს პრემიერი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766522465

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: როდესაც ნინო ლომჯარიას მსგავსად, რეპუტაციადაზიანებული ადამიანები არიან ამგვარი კამპანიების სათავეში, რა თქმა უნდა, თავიდანვე ცხადია, თუ რასთან გვაქვს საქმე

როდესაც ენჯეოებზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით ქალბატონ ლომჯარიაზე, ის როდესაც სახალხო დამცველი იყო, მან სააკაშვილის ჯანმრთელობის თაობაზე ყალბი ანგარიში მოამზადა და პირდაპირ მისთვის სასჯელის გადავადებას მ...

შალვა პაპუაშვილი

1766521549

ახალი ამბები

პაპუაშვილი: NGO სისტემამ მოგვიტანა ის, რომ საზოგადოება ჯერ დავიწროვდა „სამოქალაქო საზოგადოებამდე“, შემდეგ NGO-ებამდე, შემდეგ ითქვა, რომ NGO-ები წარმოადგენს მთელ საზოგადოებას, რომელიც დღემდე უარს ამბობს საკუთარი დაფინანსების გასაჯაროებაზე

 ვფიქრობ, ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც დასავლეთმა აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიებს თავს მოახვია. რატომ არის ეს ბოროტება? ვინაიდან საბოლოო ჯამში, გაცხადდა - ენჯეოსისტემის, ენჯეოკრატიის მიზანი...

შალვა პაპუაშვილი

1766520223

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია TBC ბანკის ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: როდესაც საუბარია ამხელა ბანკზე, ის მინიმუმ ვალდებულია გამოეხმაუროს ამ რადიკალის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას, ქალბატონის, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „აქტუალური თემა“ TBC ბანკისა და ოპოზიციონერი აქტივისტის, ნანა დიხამინჯიას თანამშრომლობაზე ისაუბრა, რომელიც გ...

ირაკლი კირცხალია

1766519430

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლა ნიშნავს, რომ ხელი ნურავის წაუცდება იმ სიბინძურისკენ, მანკიერებისკენ, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო, თავმოყვარე ხელისუფალი ძალიან მკაცრად უდგება

 ვერც ერთი თანამდებობა, მათ შორის პოლიტიკური, ვერ იქნება ინდულგენცია, გამოყენებული დანაშაულის დასაფარად და დანაშაულებისგან გასათავისფლებლად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტ...

 ირაკლი კირცხალია

1766517376

ახალი ამბები

მერაბ დვალიშვილი MMAJunkie-ის წლის საუკეთესო მებრძოლად დასახელდა

 ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი, UFC-ის ყოფილი ჩემპიონი მსუბუქ წონით კატეგორიაში, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ვებგვერდმა MMAJunkie-მ წლის საუკეთესო მებრძოლად დაასახელა. „დიახ, მერაბ დვალიშვილმა ბოლო...

ააა