სულხან თამაზაშვილი: ხელისუფლების პოლიტიკა მკაფიოა და ორიენტირებულია მშვიდობაზე, სტაბილურობასა და ქვეყნის განვითარებაზე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობით, წლის შემაჯამებელი მთავრობის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე სულხან თამაზაშვილმა მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგები შეაფასა. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების სტაბილურობაზე ორიენტირებული პოლიტიკით შესაძლებელი გახდა რეგიონის ეკონომიკის კიდევ უფრო განვითარება.
„ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა არის მკაფიო და ორიენტირებულია მშვიდობაზე, სტაბილურობასა და ქვეყნის განვითარებაზე. სწორედ ამ სტაბილურობის ფონზე შესაძლებელი გახდა რეგიონის ეკონომიკური განვითარება. 2025 წელთან შედარებით ბიუჯეტი 10 პროცენტით გაიზარდა. ბიუჯეტის ზრდა გვაძლევს შესაძლებლობას, მეტი რესურსი მივმართოთ მოქალაქეებზე, რეგიონის განვითარებასა და პრიორიტეტულ სფეროებზე“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტურიზმის მიმართულებას. სულხან თამაზაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს ტურისტული ნაკადების ზრდა დაფიქსირდა და 9 თვის მონაცემებით აჭარაში დაახლოებით 4 მილიონი ვიზიტი განხორციელდა.
„ტურიზმის განვითარება და რეგიონის პოპულარიზაცია მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით, მომდევნო წელს დაგეგმილია ახალი, ინოვაციური პროექტების განხორციელება, რათა რეგიონი ოთხივე სეზონზე იყოს ტურისტული მიზიდულობისა და ეკონომიკური აქტივობის ცენტრი“, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე.
1766522465
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: როდესაც ნინო ლომჯარიას მსგავსად, რეპუტაციადაზიანებული ადამიანები არიან ამგვარი კამპანიების სათავეში, რა თქმა უნდა, თავიდანვე ცხადია, თუ რასთან გვაქვს საქმე
როდესაც ენჯეოებზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით ქალბატონ ლომჯარიაზე, ის როდესაც სახალხო დამცველი იყო, მან სააკაშვილის ჯანმრთელობის თაობაზე ყალბი ანგარიში მოამზადა და პირდაპირ მისთვის სასჯელის გადავადებას მ...
1766521549
ახალი ამბებიპაპუაშვილი: NGO სისტემამ მოგვიტანა ის, რომ საზოგადოება ჯერ დავიწროვდა „სამოქალაქო საზოგადოებამდე“, შემდეგ NGO-ებამდე, შემდეგ ითქვა, რომ NGO-ები წარმოადგენს მთელ საზოგადოებას, რომელიც დღემდე უარს ამბობს საკუთარი დაფინანსების გასაჯაროებაზე
ვფიქრობ, ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც დასავლეთმა აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიებს თავს მოახვია. რატომ არის ეს ბოროტება? ვინაიდან საბოლოო ჯამში, გაცხადდა - ენჯეოსისტემის, ენჯეოკრატიის მიზანი...
1766520223
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია TBC ბანკის ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: როდესაც საუბარია ამხელა ბანკზე, ის მინიმუმ ვალდებულია გამოეხმაუროს ამ რადიკალის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას, ქალბატონის, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „აქტუალური თემა“ TBC ბანკისა და ოპოზიციონერი აქტივისტის, ნანა დიხამინჯიას თანამშრომლობაზე ისაუბრა, რომელიც გ...
1766519430
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლა ნიშნავს, რომ ხელი ნურავის წაუცდება იმ სიბინძურისკენ, მანკიერებისკენ, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო, თავმოყვარე ხელისუფალი ძალიან მკაცრად უდგება
ვერც ერთი თანამდებობა, მათ შორის პოლიტიკური, ვერ იქნება ინდულგენცია, გამოყენებული დანაშაულის დასაფარად და დანაშაულებისგან გასათავისფლებლად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტ...
1766517376
ახალი ამბებიმერაბ დვალიშვილი MMAJunkie-ის წლის საუკეთესო მებრძოლად დასახელდა
ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი, UFC-ის ყოფილი ჩემპიონი მსუბუქ წონით კატეგორიაში, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ვებგვერდმა MMAJunkie-მ წლის საუკეთესო მებრძოლად დაასახელა. „დიახ, მერაბ დვალიშვილმა ბოლო...































