ლევან მაჭავარიანი: ვატყობთ, რომ რაც ბატონმა დონალდ ტრამპმა დაიკავა ოვალური კაბინეტი, აბსოლუტურად სრული თანხვედრაა ჩვენს პოზიციებში
ვატყობთ, რომ რაც ბატონმა დონალდ ტრამპმა დაიკავა ოვალური კაბინეტი, აბსოლუტურად სრული თანხვედრაა ჩვენს პოზიციებში. არა მხოლოდ ევრობიუროკრატებთან მიმართებაში - ღირებულებების ნაწილში, ომთან დაკავშირებით, უკრაინასთან დაკავშირებით. ფაქტობრივად არცერთ საკითხში არ არის აცდენა, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე აშშ-ის მიერ ევროპელი პოლიტიკოსებისთვის სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.
„როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ახლა ასწავლის ევროკავშირს და ევრობიუროკრატებს, თუ რა არის ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები, იქ ძალიან მწვავედ უყენებენ საკითხს ცენზურასთან და საწინააღმდეგო აზრის ჩახშობასთან დაკავშირებით. ეს სანქციები სწორედ ამას ემსახურებოდა. ძალიან კარგია, ბუმერანგის პრინციპით უბრუნდებათ ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რაც ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში იყო.
ევრობიუროკრატები კარგად უნდა დაფიქრდნენ, რომ ეს პრეტენზიები და ფაქტებსა და არგუმენტებზე დაფუძნებული ბრალდებები მხოლოდ საქართველოდან აღარ მიდის. კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, რომ ჩვენ თავს არავის ვესხმით, უბრალოდ ვალდებულები ვიყავით, რომ იქიდან მომავალ უსამართლობაზე პასუხი გაგვეცა, ვინაიდან ჩვენ დაბალი ღობე არავისთვის ვართ. შესაბამისად., ვითხოვთ თანასწორ დამოკიდებულებას ნებისმიერი პარტნიორის მხრიდან“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
1766581470
ახალი ამბებისულხან თამაზაშვილი: ხელისუფლების პოლიტიკა მკაფიოა და ორიენტირებულია მშვიდობაზე, სტაბილურობასა და ქვეყნის განვითარებაზე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობით, წლის შემაჯამებელი მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე სულხან თამაზაშვილმა მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგები შეაფასა...
1766522465
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: როდესაც ნინო ლომჯარიას მსგავსად, რეპუტაციადაზიანებული ადამიანები არიან ამგვარი კამპანიების სათავეში, რა თქმა უნდა, თავიდანვე ცხადია, თუ რასთან გვაქვს საქმე
როდესაც ენჯეოებზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით ქალბატონ ლომჯარიაზე, ის როდესაც სახალხო დამცველი იყო, მან სააკაშვილის ჯანმრთელობის თაობაზე ყალბი ანგარიში მოამზადა და პირდაპირ მისთვის სასჯელის გადავადებას მ...
1766521549
ახალი ამბებიპაპუაშვილი: NGO სისტემამ მოგვიტანა ის, რომ საზოგადოება ჯერ დავიწროვდა „სამოქალაქო საზოგადოებამდე“, შემდეგ NGO-ებამდე, შემდეგ ითქვა, რომ NGO-ები წარმოადგენს მთელ საზოგადოებას, რომელიც დღემდე უარს ამბობს საკუთარი დაფინანსების გასაჯაროებაზე
ვფიქრობ, ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც დასავლეთმა აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიებს თავს მოახვია. რატომ არის ეს ბოროტება? ვინაიდან საბოლოო ჯამში, გაცხადდა - ენჯეოსისტემის, ენჯეოკრატიის მიზანი...
1766520223
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია TBC ბანკის ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: როდესაც საუბარია ამხელა ბანკზე, ის მინიმუმ ვალდებულია გამოეხმაუროს ამ რადიკალის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას, ქალბატონის, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „აქტუალური თემა“ TBC ბანკისა და ოპოზიციონერი აქტივისტის, ნანა დიხამინჯიას თანამშრომლობაზე ისაუბრა, რომელიც გ...
1766519430
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლა ნიშნავს, რომ ხელი ნურავის წაუცდება იმ სიბინძურისკენ, მანკიერებისკენ, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო, თავმოყვარე ხელისუფალი ძალიან მკაცრად უდგება
ვერც ერთი თანამდებობა, მათ შორის პოლიტიკური, ვერ იქნება ინდულგენცია, გამოყენებული დანაშაულის დასაფარად და დანაშაულებისგან გასათავისფლებლად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტ...































