მაკა ბოჭორიშვილი: არ არის არაფერი საშიში ამაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE” გიორგი ზურაბაშვილის და მიხაილ გალუზინის მინსკში გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, საკითხებზე დიალოგის დროულად დაწყება იყო.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, შეხვედრის ადგილი უნდა იყოს მისაღები მონაწილეებისთვის. ჩვენ არაფერი გვქონდა საწინააღმდეგო შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში, რომ თუნდაც ეს ყოფილიყო მინსკში. როდესაც ვსაუბრობთ ზოგადად ამ ფორმატის საჭიროებაზე, არის საჭიროებები, რომლებიც სწორედ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეობს, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარეობს და ეს საკითხები მოითხოვს, პირველ რიგში, დაუყოვნებლივ საუბარს, დიალოგს და სწორედ ამას ემსახურებოდა ამ შეხვედრის გამართვა. ამ შემთხვევაში, ადგილი შეიძლება ითქვას, სულაც არ არის ასეთი მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი იყო თავად შეხვედრის დროულად გამართვა და დროულად დაწყება იმ საკითხებზე საუბრის, რა საკითხებიც არის ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ პრობლემების მოსაგვარებლად საუბრის შიშის დაძლევა და ღია დიალოგი აუცილებელია.

„ბოლო წლებში უნდათ, რომ დანერგონ შიში დიალოგის, შიში საუბრის და სრული მიუღებლობა. ეს არის ქვეყანა, რომელთანაც გვაქვს ყველაზე მეტი და ყველაზე დიდი პრობლემები და თუკი ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემის გადაჭრაზე, თუ მოგვარებაზე საუბრის და დიალოგის გარეშე, ბუნებრივია, ამის გაკეთება არის შეუძლებელი. შესაბამისად, პირველ რიგში, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, უნდა დავძლიოთ საუბრის შიში. არ არის არაფერი საშიში ამაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები. ეს არის აუცილებელი“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795119309

ახალი ამბები

ფონიჭალაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა

ფონიჭალაში ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა. მანამდე კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა ნანგრევებიდან 3 წლის თაია უვნე...

ფონიჭალა ფონიჭალა

1795119150

ახალი ამბები

ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს

ფონიჭალაში, სადაც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან მეექვსე ცხედარი ამოასვენეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთ...

მეხუტე ადამიანი ფონიჭალა

1795118417

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: პირდაპირ ხდება მითითება სასამართლოზე, ეს არის სრულიად მიუღებელი და იმ ფასეულობებს ეწინააღმდეგება, რომელთაც, წესით და რიგით, უნდა ეფუძნებოდნენ ევროპული სტრუქტურები

„როდესაც ასე ღიად ხდება სასამართლოზე ზემოქმედება, სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა, ნებისმიერი სამართლებრივი პროცესის პოლიტიკური განცხადებებით პოლიტიზება, ეს სრულად აცდენილია იმ ევროპულ სტანდარტს, რომე...

მაკა ბოჭორიშვილი

1795117449

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქეები არიან მოთავსებული.მინისტრმა დაშავებ...

მიხეილ სარჯველაძე

1795117191

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: დღეს ვერავინ იტყვის როდის და როგორ შეიძლება მოხდეს ევროკავშირის გაფართოება, ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე

„ძალიან ბევრი წელია გვესმის [ევროკავშირის] გაფართოების შესახებ საუბარი, თუმცა პრაქტიკული ნაბიჯები ამ დრომდე არ გვინახავს“, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი Live“ ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინი...

მაკა ბოჭორიშვილი