მაკა ბოჭორიშვილი: სრულად აცდენილია ყოველგვარ ევროპულ სტანდარტს და ევროპულ ფასეულობებს, როდესაც ასე ღიად ხდება სასამართლოს საქმიანობაზე ზეწოლა
„სრულად აცდენილია ყოველგვარ იმ ევროპულ სტანდარტს და ევროპულ ფასეულობებს, რომლებზეც აპელირება გვესმის ძალიან ხშირად, როდესაც ასე ღიად ხდება სასამართლოს საქმიანობაზე ზეწოლა, საქმიანობაში ჩარევა, პოლიტიკური განცხადებების კეთება და ზოგადად, ნებისმიერი სამართლებრივი პროცესის პოლიტიზება“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი სამართლებრივ ხასიათს ატარებს და სასამართლო ვალდებულია, კანონით დადგენილი პრინციპების შესაბამისად განიხილოს წარდგენილი სარჩელი.
„არაფერი განსაკუთრებული საქართველოში არ ხდება, მიმდინარეობს პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში, სრულიად სამართლებრივი პროცესი. ყველას აქვს უფლება, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლოს ვალდებულებაა, განიხილოს ეს სარჩელი და საქმე შესაბამისი პრინციპების შესაბამისად წარმართოს“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, სხვადასხვა ორგანიზაციისა და პოლიტიკოსის მხრიდან გაკეთებული განცხადებები და მიღებული რეზოლუციები, რომლებიც წინასწარ აფასებენ სასამართლო პროცესს და საუბრობენ სასამართლოს შესაძლო გადაწყვეტილების შედეგებზე, პირდაპირ მიუთითებს სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის, ან მასზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობაზე.
„ეს არის სრულიად მიუღებელი და ზუსტად იმ ფასეულობებთან მოდის წინააღმდეგობაში, რომლებსაც წესით და რიგით უნდა ეფუძნებოდეს და ეფუძნება ევროკავშირი და ევროპული სტრუქტურები, თუმცა ჩვენ ვხედავთ ძალიან ხშირად ამ ფასეულობების არასწორად გამოყენებას, განსაკუთრებით საქართველოსთან მიმართებით“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
1795119802
ახალი ამბებითამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია, გაგრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ეს, რა თქმა უნდა, მთელი ქვეყნის ტრაგედიაა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია. „სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებული...
1795119309
ახალი ამბებიფონიჭალაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა
ფონიჭალაში ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა. მანამდე კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა ნანგრევებიდან 3 წლის თაია უვნე...
1795119150
ახალი ამბებიფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
ფონიჭალაში, სადაც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან მეექვსე ცხედარი ამოასვენეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთ...
1795118417
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: პირდაპირ ხდება მითითება სასამართლოზე, ეს არის სრულიად მიუღებელი და იმ ფასეულობებს ეწინააღმდეგება, რომელთაც, წესით და რიგით, უნდა ეფუძნებოდნენ ევროპული სტრუქტურები
„როდესაც ასე ღიად ხდება სასამართლოზე ზემოქმედება, სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა, ნებისმიერი სამართლებრივი პროცესის პოლიტიკური განცხადებებით პოლიტიზება, ეს სრულად აცდენილია იმ ევროპულ სტანდარტს, რომე...
1795117449
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქეები არიან მოთავსებული.მინისტრმა დაშავებ...






























