მაკა ბოჭორიშვილი: ისევ ისმის მუქარები საქართველოს და ქართული საზოგადოების მიმართ, რომ შესაძლოა, მოხდეს სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება ევროკავშირის მხრიდან
„ისევ ისმის მორიგი მუქარები საქართველოს და ქართული საზოგადოების მიმართ, რომ შესაძლოა, მოხდეს სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება ევროკავშირის მხრიდან. ვნახოთ, რა განხილვა იქნება იანვარში და როგორი პოზიციით წარდგებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთან დაკავშირებით“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოსთან დაკავშირებით სანქციებსა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე საუბრისას.
მისივე თქმით, დღეს ფაქტია, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნები არ ამართლებენ ბრიუსელის დამოკიდებულებას საქართველოსთან მიმართებით და რომ გაბუტვის პოლიტიკა არავისთვის შედეგის მომტანი არ არის, უმრავლესობა ამას აცნობიერებს და საქართველოსთან დიალოგისა და ჩართულობის პოლიტიკას ემხრობიან.
„შესაბამისად, ვნახოთ, როგორი იქნება განხილვა იანვარში. წინასწარ რთულია პროგნოზების გაკეთება, რა იქნება აქტუალური დღის წესრიგი, თუმცა კონტექსტი, რა კონტექსტშიც გვესმის იანვარში დაპირებული განხილვები, ნამდვილად არ არის პოზიტიური და არ ქმნის პოზიტიურ მოლოდინს, როდესაც ეს გვესმის ბრიუსელის კონკრეტული თანამდებობის პირების მხრიდან“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, ევრობიუროკრატების მიერ ქართველი ხალხის სახელით გაკეთებულ განცხადებებს არაფერი აქვს საერთო მეგობრობასთან, ქართველი ხალხის სიყვარულთან და პატივისცემასთან.
1795116541
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს ფონიჭალაში, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ
„უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს ფონიჭალაში, მინდა მწუხარება გამოვხატო და მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილ...
1795114880
ახალი ამბებითემურ მღებრიშვილი: მიმდინარეობს ერთი მცირეწლოვანი ბავშვის საძიებო სამუშაოები
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის ფონიჭალაში აფეთქების ადგილზე მიმდინარეობს ერთი მცირეწლოვანი ბავშვის საძიებო სამუშაოები. „ამ დროისთვის ნანგ...
1795114228
ახალი ამბებიჯანდაცვის მინისტრი: განსაკუთრებით მძიმეა იმ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა
ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მძიმეა იმ ადამიანის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა. „მისი მდგომარეობა მძიმეა. ძალიან მძიმე დაზიანება აქვს მიღებული სხეულზე. არ მინდა წინ...
1795113009
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა ის, რასაც ჩვენ უკვე წლებია ვამბობთ, რომ ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ისინი სხვადასხვა ტაქტიკით, მაგრამ ერთ სტრატეგიულ ამოცანას, მიზანს და გზას მიუყვებიან
მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა ის, რასაც ჩვენ უკვე წლებია ვამბობთ, რომ ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ისინი სხვადასხვა ტაქტიკით, მაგრამ ერთ სტრატეგიულ ამოცანას, მიზანს და გზას მიუყვებიან, -...
1795112810
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: ბავშვების მდგომარეობა აბსოლუტურად ნორმალურია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ყველა საჭიროება, რომელიც შეიძლება წარმოექმნათ, უკლებლივ იქნება უზრუნველყოფილი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ინგოროყვას კლინიკაში მივიდა, სადაც ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულები იმყოფებიან. როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, კლინიკაში მყოფი ბავშვები...































