სულხან თამაზაშვილი: ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ ექვსი გარდაცვლილი, სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია
შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მეექვსე გარდაცვლილი იპოვეს. დაღუპული მცირეწლოვანი ბავშვია, - ამის შესახებ სულხან თამაზაშვილმა ფონიჭალაში, მედიის წარმომადგენლებთან
საუბრისას განაცხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარი გამოუცხადა.
„სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია.საბედნიეროდ 5 მოქალაქე იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი,რომლის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამ ხუთი ადამიანიდან ერთის მდგომარეობა არის მხოლოდ კრიტიკულად მძიმე. ასევე,
სამწუხაროდ დღის მეორე ნახევარში ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ 6 გარდაცვლილი მოქალაქე, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი.
პირველ რიგში, მინდა მათ ოჯახის წევრებს მივუსამძიმრო. ეს ტრაგედიაა, რა თქმა უნდა, მთელი ქვეყნისთვის, თუმცა უპირველეს ყოვლისა ყველაზე მძიმე მათი ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის. გაგრძელდება საგამოძიებო მოქმედებები - კონკრეტულად შემთხვევის ადგილის დათვალიერება კრიმინალისტების ჩართულობით, ყველა საჭირო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით“, - განუცხადა ჟურნალისტებს სულხან თამაზაშვილმა.
სულხან თამაზაშვილმა სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ მეხანძრე-მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლებსა და მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა მედიის წარმომადგენლებსაც.
„მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს ვინც მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში და სამაშველო ღონისძიებებში. მსურს, მადლობა გადავუხადო მუნიციპალურ
სამსახურებს და პირველ რიგში ჩვენს გმირებს, მეხანძრე-მაშველებს, რომლებმაც მართლაც სანიმუშოდ შეასრულეს დაკისრებული უფლება-მოვალეობები.
მინდა, მადლობა გადავუხადო მედიის წარმომადგენლებს - თქვენ ჟურნალისტებს მთელი დღის განმავლობაში თანამშრომლობისთვის. მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა პირდაპირ ეთერში თვალი ედევნებინათ მოვლენებისთვის“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
1795117449
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქეები არიან მოთავსებული.მინისტრმა დაშავებ...
1795117191
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: დღეს ვერავინ იტყვის როდის და როგორ შეიძლება მოხდეს ევროკავშირის გაფართოება, ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე
„ძალიან ბევრი წელია გვესმის [ევროკავშირის] გაფართოების შესახებ საუბარი, თუმცა პრაქტიკული ნაბიჯები ამ დრომდე არ გვინახავს“, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი Live“ ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინი...
1795116541
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს ფონიჭალაში, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ
„უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს ფონიჭალაში, მინდა მწუხარება გამოვხატო და მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილ...
1795114880
ახალი ამბებითემურ მღებრიშვილი: მიმდინარეობს ერთი მცირეწლოვანი ბავშვის საძიებო სამუშაოები
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის ფონიჭალაში აფეთქების ადგილზე მიმდინარეობს ერთი მცირეწლოვანი ბავშვის საძიებო სამუშაოები. „ამ დროისთვის ნანგ...
1795114228
ახალი ამბებიჯანდაცვის მინისტრი: განსაკუთრებით მძიმეა იმ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა
ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მძიმეა იმ ადამიანის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა. „მისი მდგომარეობა მძიმეა. ძალიან მძიმე დაზიანება აქვს მიღებული სხეულზე. არ მინდა წინ...































