მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის გაფართოება, პირველ რიგში, პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე, ამ პროცესის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ანგარიშზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის გაფართოების საკითხი უკვე მრავალი წელია, აქტიურად განიხილება, ამ დრომდე კონკრეტული პრაქტიკული შედეგები არ ჩანს. ამასთან, სულ უფრო ხშირად ისმის მსჯელობა ევროკავშირის წევრობაზე შეზღუდული უფლებებით, თუმცა აღნიშნული მიდგომის შინაარსი და შესაძლო შედეგები მკაფიოდ განმარტებული არ არის.
„ძალიან ბევრი წელია, ჩვენ გვესმის გაფართოების შესახებ საუბარი, თუმცა პრაქტიკული ნაბიჯები, პრაქტიკული შედეგები ამ დრომდე ჯერ არ გვინახავს. დღეს უკვე დღის წესრიგში შემოდის სულ სხვა ფორმით ევროკავშირის გაფართოებაზე მსჯელობა, რაც ასევე საყურადღებოა. უფრო ხშირად და ხშირად გვესმის ევროკავშირის წევრობა გარკვეული შეზღუდული უფლებებით და ეს შეზღუდული უფლებები რას ნიშნავს, ხშირად განმარტებულიც არ არის. ეს არის ის პროცესი, რომელშიც, ალბათ, ყველა უნდა იყოს ჩართული ერთიანად, თუ როგორი ევროპა უნდათ, როგორი ევროპა გვინდა რომ ვნახოთ, თუმცა ჩვენ უფრო მეტად ვხედავთ არასერიოზულ დამოკიდებულებას ამ საკითხების მიმართ და ის გამოწვევები, რაც დგას დღეს ევროპის წინაშე არის ძალიან სერიოზული“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი შეფასებით, ევროკავშირის მომავალი და გაფართოების საკითხი სერიოზულ და ყოვლისმომცველ განხილვას საჭიროებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ევროპა მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგას. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე ომზე, რომელიც კვლავ სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროპას და აღნიშნა, რომ ამ გამოწვევებთან გამკლავებას თანმიმდევრული პოლიტიკა და რეალური ძალისხმევა სჭირდება.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დღეს ევროკავშირის გაფართოების კონკრეტული ვადების განსაზღვრა რთულია, ეს, უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.
„აქ ყველაფერი დამოკიდებული არის პოლიტიკურ ნებაზე. რა თქმა უნდა, თუკი იქნება პოლიტიკური ნება და სურვილი იმისა, რომ ევროკავშირი გაფართოვდეს, ყველაფერი მიღწევადი და გაკეთებადია. აქ მთავარი კითხვა არის, იქნება, თუ არა ამის პოლიტიკური ნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და მათ შორის, ვინც გადაწყვეტილებას იღებს ევროკავშირთან დაკავშირებით“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მინისტრმა ასევე გაიხსენა ევროკავშირის გაფართოების წინა გამოცდილება და აღნიშნა, რომ სხვადასხვა ეტაპზე გაერთიანებაში გაწევრიანების შესაძლებლობა მიეცათ ქვეყნებს, რომელთა მზადყოფნა წევრობისთვის შესაძლოა, დღესაც შეფასების საგანი ყოფილიყო. ამასთან, მათ მიეცათ შესაძლებლობა, ინტეგრაციის პროცესი უკვე ევროკავშირის შიგნით გაევლოთ და არა წევრობის მოლოდინის რეჟიმში დარჩენილიყვნენ.
მაკა ბოჭორიშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ანგარიშზეც და ყურადღება გაამახვილა მისი მომზადების პროცესთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მინისტრის განცხადებით, ანგარიშში არაერთი უზუსტობაა, ხოლო მისი ობიექტურობა და დასკვნების სანდოობა კითხვის ნიშნებს აჩენს იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირს საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი ორი წელია, შეჩერებული აქვს და კომუნიკაცია არც პოლიტიკურ და არც ექსპერტულ დონეზე არ მიმდინარეობს.
„ორი წელია, შეჩერებულია პოლიტიკური დიალოგი. ევროკავშირს არ აქვს კომუნიკაცია არც ერთ დონეზე, არც პოლიტიკურ, არც ექსპერტების დონეზე და შემდგომ ჩვენ ვხედავთ ანგარიშს, რომელიც ძირფესვიანად უნდა აფასებდეს საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ პროგრესს თუ სისტემას, რაც წარმოუდგენელია რომ იყოს ობიექტური, წარმოუდგენელია, რომ იყოს ღირებულების მქონე, თუკი ის, რა თქმა უნდა, არ იქნება სათანადოდ მომზადებული და სათანადო ანალიზის საფუძველზე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი განცხადებით, ანგარიში არ ასახავს საქართველოს შესახებ ობიექტურ სურათს და მისი შინაარსი მიზანმიმართულად ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ხოლო მსგავსი ანგარიშების საფუძველზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ობიექტურობა და სისწორე კითხვის ნიშნებს აჩენს.
„ეს არის პოლიტიკური დაკვეთის შესრულება, რომ არაფერი კარგი არ უნდა ითქვას საქართველოს შესახებ და მაქსიმალურად ისე უნდა იყოს ყველაფერი წარმოჩენილი, რომ კონტექსტი იყოს უკეთეს შემთხვევაში ნეიტრალური ან, რა თქმა უნდა, ნეგატიური. ეს არის ის, რისი გადმოცემაც ამ ანგარიში სურდა ევროპულ მხარეს. სამწუხაროა ეს და ნამდვილად არ იძლევა ობიექტურ სურათს. მით უმეტეს, როდესაც ამ ანგარიშს შემდგომში ეყრდნობიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც არის პასუხისმგებლობა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავად ევროპის და ევროკავშირს წინაშე და თუკი ეს პასუხისმგებლობა ეფუძნება ამგვარად მომზადებულ მასალას და ანგარიშებს, რა თქმა უნდა, თავისთავად კითხვის ნიშნები ჩნდება ამ გადაწყვეტილებების სისწორესთან დაკავშირებით“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1795119309
ახალი ამბებიფონიჭალაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა
ფონიჭალაში ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა. მანამდე კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა ნანგრევებიდან 3 წლის თაია უვნე...
1795119150
ახალი ამბებიფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
ფონიჭალაში, სადაც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან მეექვსე ცხედარი ამოასვენეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთ...
1795118417
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: პირდაპირ ხდება მითითება სასამართლოზე, ეს არის სრულიად მიუღებელი და იმ ფასეულობებს ეწინააღმდეგება, რომელთაც, წესით და რიგით, უნდა ეფუძნებოდნენ ევროპული სტრუქტურები
„როდესაც ასე ღიად ხდება სასამართლოზე ზემოქმედება, სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა, ნებისმიერი სამართლებრივი პროცესის პოლიტიკური განცხადებებით პოლიტიზება, ეს სრულად აცდენილია იმ ევროპულ სტანდარტს, რომე...
1795117449
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქეები არიან მოთავსებული.მინისტრმა დაშავებ...
1795117191
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: დღეს ვერავინ იტყვის როდის და როგორ შეიძლება მოხდეს ევროკავშირის გაფართოება, ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე
„ძალიან ბევრი წელია გვესმის [ევროკავშირის] გაფართოების შესახებ საუბარი, თუმცა პრაქტიკული ნაბიჯები ამ დრომდე არ გვინახავს“, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი Live“ ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინი...































