მაკა ბოჭორიშვილი: ხელისუფლება და საელჩოები ყველაფერს აკეთებენ, რომ მუდმივად იყვნენ ხაზზე საქართველოს მოქალაქეებთან და ამ შემთხვევაში, ვერ მივიღებთ ვერანაირ კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე ნიშნით ხდება მოქალაქეების შერჩევა

საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება ქვეყანაში იმ ქვეყნებიდან, სადაც ფრენები შეფერხებულია.

„საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მიმართოს საქართველოს საელჩოებს და დააფიქსიროს სურვილი, თუ მას სურს სამშობლოში დაბრუნება. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ - იმ ქვეყნებში, სადაც დღეს საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან, საუბარი არის ამ შემთხვევაში არაბეთის გაერთიანებული საამიროების, ასევე კატარის სახელმწიფოზე, სადაც საჰაერო სივრცე დაკეტილია და ვერ ხორციელდება ფრენები, ორივე სახელმწიფო დიდი მზრუნველობით ექცევა იმ მესამე ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც დარჩნენ ამ სახელმწიფოებში და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ იყვნენ მშვიდად და ერთგვარად ფარავენ კიდეც ხარჯებს მათი იქ ყოფნის. ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ სახელმწიფოების მხრიდან და ჩვენ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. თუმცა, არიან მოქალაქეები, რომელთაც სურთ, რომ დროულად დაბრუნდნენ სამშობლოში და ამის შესაძლებლობა დღეს არ არსებობს, არც ერთი ავიაკომპანიის მიერ არ ყოფილა შეთავაზებული რაიმე, ასე ვთქვათ, კომერციული რეისები, ამიტომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სრულიად უფასოდ შეეთავაზებინა ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებლობა, რომ ისინი დაბრუნდნენ საქართველოში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება და საელჩოები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ მოქალაქეების უსაფრთხო და დროულ დაბრუნებას.

„დღეს დილით უკვე განხორციელდა ერთი რეისი ომანიდან. მასკატიდან საქართველოში დაბრუნდნენ საქართველოს მოქალაქეები. დღეს, ასევე იგეგმება შემდეგი სპეციალური რეისი, რომელიც ამ შემთხვევაში უკვე განხორციელდება საუდის არაბეთიდან. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ახლო ლოკაციებიდან მოვახდინოთ ჩვენი მოქალაქეების წამოყვანა იმისათვის, რომ მათ დამატებითი დისკომფორტი არ შეექმნათ აეროპორტებში მისვლამდე და დამატებითი პრობლემები არ იყოს მათი გადაადგილების დროს. საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს საელჩოები ყველაფერს აკეთებენ, რომ მუდმივად იყვნენ ხაზზე საქართველოს მოქალაქეებთან და ამ შემთხვევაში, ნამდვილად ვერ მივიღებთ ვერანაირ კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე ნიშნით ხდება საქართველოს მოქალაქეების შერჩევა. ეს არის მტკნარი სიცრუე, ამას დაადასტურებს ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე, ვინც მოხვდა სატელეფონო ზარზე თუ ელექტრონული ფოსტით კომუნიკაციაში საქართველოს საელჩოებთან“, - განაცხადა მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772634643

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: საელჩოების მხრიდან მაქსიმალური კომუნიკაციაა საქართველოს მოქალაქეებთან, ჩვენ ვცდილობთ, რომ ისინი უსაფრთხო გზებით მოვახვედროთ სამშობლოში. იმედი მაქვს, დღევანდელი რეისიც ისეთივე მშვიდობიანი იქნება, როგორიც გუშინდელი

წუხილით ვადევნებთ თვალს, რაც ხდება ახლო აღმოსავლეთის რეგიონსა და ბევრ ქვეყანაში. მიმდინარე მოვლენების ფონზე საჰაერო სივრცე არაერთ ქვეყანაში დაიხურა და შეიქმნა გადაადგილების და მგზავრობის შეფერხებები,...

მაკა ბოჭორიშვილი

1772634204

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ჩვენ ოპონენტები არ გვყავს - ეს ადამიანები საქართველოს სახელმწიფოებრიობის ოპონენტები არიან და ებრძვიან საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყანას

ჩვენ ოპონენტები არ გვყავს - ეს ადამიანები საქართველოს სახელმწიფოებრიობის ოპონენტები არიან და ებრძვიან საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყანას, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის...

არჩილ გორდულაძე

1772633369

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: მშვიდობა რეგიონში და ურთიერთობები, რაც არსებობს საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, გადამწყვეტ როლს ითამაშებს „შუა დერეფნის“ განვითარებაში, რაც არის ისტორიული შანსი ჩვენი რეგიონისთვის

ერთის მხრივ მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, მეორეს მხრივ ეს ურთიერთობები, რაც არსებობს საქართველო-სომხეთს, საქართველო-აზერბაიჯანს და ახლა უკვე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გადამწყვეტ როლს ითამაშებს...

მაკა ბოჭორიშვილი

1772632978

მსოფლიო

The New York Times: ირანის დაზვერვამ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს აცნობა, რომ ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებისთვის მზად არის

ირანის დაზვერვის სამინისტროს ოპერატიულმა თანამშრომლებმა აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს აცნობეს, რომ ისინი ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებისთვის მზად არიან. ინფორმაციას The New York Times-ი ავრ...

ირანი აშშ

1772632862

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი ოპონენტები ევროინტეგრაციას სათამაშო ინსტრუმენტად იყენებენ და ცდილობენ ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენონ

ძალიან კარგად ვიცით, როგორი აღქმები აქვთ ჩვენს ოპონენტებს საკუთარ ქვეყანაზე. ძალიან კარგად გვახსოვს, ევროკავშირთან ურთიერთობების გადამწყვეტ მომენტში, როდესაც კანდიდატის სტატუსს ველოდით, როგორ უწოდებდნ...

მაკა ბოჭორიშვილი