მარიამ ლაშხი დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნის პროექტთან დაკავშირებულ საინფორმაციო შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნის პროექტთან დაკავშირებულ საინფორმაციო შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.

მარიამ ლაშხმა დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნის მნიშვნელობაზე, მის პრევენციულ და საგანმანათლებლო ფუნქციასა და პროექტის მთელი საქართველოს მასშტაბით გაფართოების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანების საფუძველზე, თითქმის ყველა სკოლაში ფუნქციონირებს ექიმის კაბინეტი და ტარდება „ექიმის საათი“. ერთობლივი ძალისხმევით ვმუშაობთ, რათა ზოგადი განათლების ეტაპზე კიდევ უფრო გაიზარდოს მოსწავლეთა ინფორმირებულობა ჯანმრთელობის საკითხებზე და გაძლიერდეს ექიმის როლი სასკოლო ცხოვრებაში“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, იშიძუკა ჰიდეკიმ.

საინფორმაციო შეხვედრის მიზანს აჭარაში პროექტის საპილოტე დანერგვის შედეგების წარდგენა და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით იაპონური გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა.

პროექტი - „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სფეროში უწყვეტი, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნის დანერგვის გზით“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ერთობლივი ინიციატივაა.

მისი მიზანი დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სფეროში მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და უწყვეტი ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესებაა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795007929

ახალი ამბები

კახა კალაძე ვაგონების შეკეთების საქმეზე: გამოძიება ჩვენივე შესაბამისი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მეტროს ვაგონების სარემონტოდ გამოყოფილი თანხების სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე მოკვლევა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარდა და მასალები შემდგომი...

კახა კალაძე

1795007338

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5927 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5928 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

კურსი

1795006829

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი ანა ბუჩუკურის პასუხზე: მათ ეგონათ, ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია თუ არა, ეს იყო კენჭსაყრელი - გამოყენებული უნდა ყოფილიყო თუ არა იმპიჩმენტის პროცედურის დასასრულებლად, იმას არ უყარეს კენჭი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისთვის დასმულ იმ კითხვაზე ისაუბრა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღ...

თენგიზ შარმანაშვილი

1795006136

ახალი ამბები

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში - არიან დაშავებულები

ქობულეთში, სოფელ ხუცუბნის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. არსებული ცნობით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედე...

დაჭრა, შემთხვევა, სამართალი,

1795003800

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ობიექტური კრიტერიუმებით საქართველოს ეკონომიკა იზრდება, გატარებული რეფორმები იძლევა იმ სურათს, რაც სწორედ ევროკავშირის კვლევებსა, თუ რეიტინგებშია ასახული

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სამყაროში ჯერ კიდევ არსებობს ობიექტური კრიტერიუმები და მისი დათვლის მეთოდოლოგია, რომლითაც საქართველოს ეკონომიკა გან...

ირაკლი ქადაგიშვილი