თენგიზ შარმანაშვილი ანა ბუჩუკურის პასუხზე: მათ ეგონათ, ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია თუ არა, ეს იყო კენჭსაყრელი - გამოყენებული უნდა ყოფილიყო თუ არა იმპიჩმენტის პროცედურის დასასრულებლად, იმას არ უყარეს კენჭი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისთვის დასმულ იმ კითხვაზე ისაუბრა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევას ეხებოდა.
როგორც შარმანაშვილმა აღნიშნა, კითხვას, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია თუ არა, ოპოზიციური პარტიების მხრიდან ვერავინ გასცა პასუხი, რადგან არ უნდოდათ ეღიარებინათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ლეგიტიმური და კანონიერია.
შარმანაშვილმა ყურადღება გაამახვილა „გახარია-საქართველოსთვის“ წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა: „სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ამ სასამართლომ უკვე იმსჯელა. ჩემი და ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია გამოიხატა მაშინ, როდესაც ქალბატონი ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარი არ დავუჭირეთ.“
„მე დავსვი კითხვა, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია თუ არა. არავინ უპასუხა, რადგან არ უნდოდათ ეღიარებინათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ლეგიტიმური და კანონიერი. დავუკონკრეტე კიდეც, სასამართლომ ხომ ამავე დარბაზში დაადგინა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუცია არის დარღვეული. იმპიჩმენტის პროცედურა ბოლომდე არ მივიდა, მაგრამ ის პოლიტიკური პროცედურაა. რაც შეეხება სამართლებრივად დადგენილია თუ არა სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა - ეს დადგენილია.
არცერთმა უპასუხა, რომ დიახ, ჩვენ პატივს ვცემთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და დადგენილად მიგვაჩნია ეს ფაქტი. არავინ უპასუხა, უფრო მეტიც, გახარიას პარტიამ უპასუხა, რომ ჩვენ ლეგიტიმური რომ გვგონებოდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ხმას წინააღმდეგ ხომ არ მივცემდითო. ე.ი მათ ეგონათ, დაარღვია თუ არა კონსტიტუცია ეს იყო კენჭსაყრელი.
კენჭსაყრელი ეგ კი არ იყო, ეს დადგენილი იყო, ამაშიც ვერ ერკვევიან. ეს გამოყენებული უნდა ყოფილიყო თუ არა იმპიჩმენტის პროცედურის დასასრულებლად, იმას არ უყარეს კენჭი და აქ მხარემ თვითონვე თქვა ამ ქალბატონმა [ანა ბუჩუკურმა] რომ მგონებოდა სწორია საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, მაშინ ხმას სხვანაირად მივცემდიო. ასეთ არაკომპეტენტურ ხალხთან გვაქვს საქმე და ძნელია ასეთ ხალხთან ურთიერთობა“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
1794997025
ახალი ამბებიმარნეულში ახალგაზრდებთან ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის პრეზენტაცია გაიმართა
მარნეულში ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის აზერბაიჯანულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და...
1794996914
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ირაკლი კუპრაძე მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობასა და საღამოს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდა
საკონსტიტუციო სასამართლოში, ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ საქმის განხილვისას, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ...
1794995851
ახალი ამბებიგივი მიქანაძემ კორეის ელჩთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰიონდუ კიმთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორ ქვე...
1794994366
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი „დროას“ განცხადებაზე: ცდილობენ რეალობის შეცვლას, დავივიწყოთ პიროტექნიკით როგორ ესხმოდნენ თავს პოლიციელებს, როგორ წვავდნენ პოლიციელებს, პოლიციის მანქანებს და პარლამენტს?
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2024 წლის დეკემბერში, ოპოზიცია, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობით, ქვეყანაში 90-იანი წლების დაბრუნებას ცდილობდა. შალვა პაპუაშვილი ეხმაურება პარ...
1794993296
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საქართველო არის ხიდი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას, როდესაც ბრიუსელის ბიუროკრატია საქართველოს ებრძვის, ის ამ ხიდის დაწვას ცდილობს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასისა და ბრიუსელის ბიუროკრატიის პოლიტიკას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საქართველოსთან ბრძოლით ისინი ევრ...































