კახა კალაძე: ცრუ განცხადებები, პიარკამპანიები, ტალახის სროლა ცხოველთა თავშესაფარზე, კატეგორიულად მიუღებელია

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა და უწყების მისამართით გამოთქმული ბოლოდროინდელი ბრალდებები უსაფუძვლოა.

მისი განმარტებით, მოთხოვნის შემდეგ, ცხოველთა თავშესაფარში შესვლაზე და იქ არსებული ვითარების გაცნობაზე პრობლემა არავის ჰქონია.

„ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა. ნამდვილად მეამაყება ის, რაც შევძელით და გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში. არ ჩამოვთვლი და არ დავიწყებ საუბარს, რა გვაქვს გაკეთებული და რა პროექტები ხორციელდება, რომლებიც ჯერ არ არის დასრულებული. იმ ადამიანებმა, ვინც არასწორად, არაჯანსაღად იქცევა, ძალიან კარგად იციან ეს ყველაფერი. შესაბამისად, ის ცრუ განცხადებები, პიარკამპანიები, ტალახის სროლა თავშესაფარზე, კატეგორიულად მიუღებელია. არასდროს არავის ჰქონია პრობლემა ცხოველთა თავშესაფარში შესვლაზე. მოთხოვნის შემდეგ, ნებისმიერ ადამიანს შეეძლო იქ შესვლა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ თანამშრომლების მიმართ გამოხატული შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება მიუღებელი ფორმაა.

„ჯანსაღი ადამიანები ასე არ იქცევიან, რასაც ჩვენ ბოლო დღეებისა და თვეების განმავლობაში ვხედავთ. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება - შეურაცხყოფის მიყენება, ტყუილი ინფორმაციების გავრცელება, სიცრუე, მუქარები. იცით საერთოდ, სოციალურ ქსელში როგორ ესაუბრებიან „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ თანამშრომლებს? რა შეტყობინებებს უგზავნიან მათ ოჯახის წევრებს? გაქვთ ამაზე საერთოდ ინფორმაცია?“ - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ პროტესტისა და განსხვავებული აზრის გამოხატვა ძალადობრივი და შეურაცხმყოფელი ქმედებებით დაუშვებელია.

„გეუბნებით ამ ადამიანების დამოკიდებულებას ჩვენი მუნიციპალური თავშესაფრის თანამშრომლების მიმართ. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ ამ ფორმით, ამ ლექსიკით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია. მიხვიდე თავშესაფართან, ვიღაცას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენო, არ არის სწორი ფორმა. არ არის ეს ჯანსაღი დამოკიდებულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795003800

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ობიექტური კრიტერიუმებით საქართველოს ეკონომიკა იზრდება, გატარებული რეფორმები იძლევა იმ სურათს, რაც სწორედ ევროკავშირის კვლევებსა, თუ რეიტინგებშია ასახული

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სამყაროში ჯერ კიდევ არსებობს ობიექტური კრიტერიუმები და მისი დათვლის მეთოდოლოგია, რომლითაც საქართველოს ეკონომიკა გან...

ირაკლი ქადაგიშვილი

1795002540

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: არ მგონია, ღირსეულმა და თავმოყვარე სახელმწიფომ ტაშით მიიღოს სუვერენიტეტში ჩარევა, რასაც ბრიუსელი ცდილობს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ბრიუსელი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სუვერენიტეტში ჩარევას ცდილობს. მათიკაშვილის თქმით, ე.წ. ვეტი...

დავით მათიკაშვილი

1795001517

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა. ეკონომოკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ვიცე-პრ...

მარიამ ქვრივიშვილი

1794997712

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: „ლელოში“ ფიქრობენ, რომ საზოგადოებას ამნეზია აქვს, არ ახსოვს ფაქტები და ჩანაწერებიც გაქრა, გვახსოვს, როგორ ითხოვდნენ მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნას

პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, „ლელოს“ მთელი პროცესი აწყობილი ჰქონდა რუსეთისთვის სანქციების დაწესების კუთხით, ამაში ხედავდნენ საქართველოს წინსვლის ერთად...

დავით მათიკაშვილი

1794997025

ახალი ამბები

მარნეულში ახალგაზრდებთან ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის პრეზენტაცია გაიმართა

მარნეულში ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის აზერბაიჯანულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და...

გიორგი კალანდარიშვილი