კახა კალაძე ვაგონების შეკეთების საქმეზე: გამოძიება ჩვენივე შესაბამისი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მეტროს ვაგონების სარემონტოდ გამოყოფილი თანხების სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე მოკვლევა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარდა და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საგამოძიებო უწყებას გადაეგზავნა.
როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, კანონის წინაშე პასუხს აგებს.
„ალბათ გაქვთ ინფორმაცია, რომ საკითხი ჩვენი შესაბამისი სამსახურების მოკვლევის შედეგად იქნა გადაგზავნილი შესაბამის უწყებაში, რომ დაწყებულიყო გამოძიება. საქმე გვაქვს, სავარაუდოდ, საბუთების გაყალბებასთან. დაველოდოთ გამოძიებას. დაუსჯელი არავინ დარჩება, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი. ყველა, რა თქმა უნდა, აგებს პასუხს კანონის წინაშე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის მხრიდან შესყიდვისა და ტენდერის ყველა პროცედურა გამჭვირვალედ წარიმართა, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხელმძღვანელი გიორგი შარკოვი კი საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი არ არის.
„გიორგი შარკოვი არ არის გამომძიებელი ან საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი. რაც შეეხება თვითონ პროცედურას, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, აბსოლუტურად გამჭვირვალედ იყო ყველაფერი განხორციელებული და ტენდერი გამოცხადებული. ეს ცოტა სპეციფიკური და განსხვავებული საქმიანობაა. არსებული მეტროს ვაგონები რუსული წარმოშობისაა, საბჭოთა კავშირის დროინდელი. შესაბამისად, იმ დეტალების მოძიება და შეძენა, რომლებიც რეაბილიტაციისთვის იყო საჭირო, მხოლოდ და მხოლოდ რუსულ ბაზარზე შეიძლებოდა.
ამიტომ, თუ ვიღაც საქართველოს გარეთ საბუთებს აყალბებდა, მერიის თანამშრომელს როგორ ექნებოდა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით? მიუხედავად ამისა, გამოძიება დაწყებულია ჩვენს მიერ გადაგზავნილ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და ყველა დამნაშავე აგებს პასუხს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და საზოგადოებამ მის შედეგებს უნდა დაელოდოს.
„მერია არ არის საგამოძიებო უწყება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის პასუხისმგებლობა, რაც აკისრია მერიას, მაგალითად, სწორად გამოაცხადოს ტენდერი, სწორი იყოს სატენდერო პროცედურები, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ყველაფერი არის გაკეთებული კანონის შესაბამისად“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
1795001517
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა. ეკონომოკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ვიცე-პრ...
1794997712
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: „ლელოში“ ფიქრობენ, რომ საზოგადოებას ამნეზია აქვს, არ ახსოვს ფაქტები და ჩანაწერებიც გაქრა, გვახსოვს, როგორ ითხოვდნენ მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნას
პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, „ლელოს“ მთელი პროცესი აწყობილი ჰქონდა რუსეთისთვის სანქციების დაწესების კუთხით, ამაში ხედავდნენ საქართველოს წინსვლის ერთად...
1794997025
ახალი ამბებიმარნეულში ახალგაზრდებთან ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის პრეზენტაცია გაიმართა
მარნეულში ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის აზერბაიჯანულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და...
1794996914
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ირაკლი კუპრაძე მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობასა და საღამოს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდა
საკონსტიტუციო სასამართლოში, ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ საქმის განხილვისას, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ...
1794995851
ახალი ამბებიგივი მიქანაძემ კორეის ელჩთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰიონდუ კიმთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორ ქვე...































