ირაკლი ქადაგიშვილი: ობიექტური კრიტერიუმებით საქართველოს ეკონომიკა იზრდება, გატარებული რეფორმები იძლევა იმ სურათს, რაც სწორედ ევროკავშირის კვლევებსა, თუ რეიტინგებშია ასახული
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სამყაროში ჯერ კიდევ არსებობს ობიექტური კრიტერიუმები და მისი დათვლის მეთოდოლოგია, რომლითაც საქართველოს ეკონომიკა განუხრელად წინ მიდის და იზრდება.
ქადაგიშვილის თქმით, კვლევა გამოქვეყნდა სასამართლოსთან დაკავშირებითაც, სადაც საქართველოს პოზიციონირება ევროკავშირის პირველ ოცეულ ქვეყანას შორისაა.
„შეგვიძლია, ჩამოვთვალოთ ბევრი მაჩვენებელი, რომლითაც ქვეყნის სახელმწიფო მდგომარეობა განისაზღვრება. ამ შემთხვევაში საქართველო მოწინავეთა შორისაა. საქართველოში გატარებული და მიმდინარე რეფორმები, სტაბილურობა და პოლიტიკური კურსი იმ ობიექტურ სურათს იძლევა, რაც ხშირ შემთხვევაში სწორედ ევროკავშირის ოფიციალურ კვლევებსა თუ რეიტინგებშია ასახული.
ფაქტი სახეზეა, როდესაც ევროკომისიამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5.5-დან 7%-ზე მაღალზე აიყვანა. მოლოდინია, რომ 2027 წლის პირველი კვარტალის შემდეგ ინფლაციის მკვეთრად დასტაბილურება და ქვემოთ ჩამოსვლა მოხდება, რაც ეკონომიკური ზრდის ეფექტს უფრო ხელშესახებს გახდის თითოეული მოქალაქისთვის“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, პოლიტიკურ ნაწილში საქართველოს მიმართ არსებობდა კონკრეტული მიზანი, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ მოსულიყო ხელისუფლებაში.
„რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, მათ საქართველოსთან მიმართებით ჰქონდათ თავიანთი კონკრეტული პოლიტიკური პროექტი, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების სათავეში მოეყვანათ. ეს თავიანთი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებოდათ, რომელიც, მათ შორის, დაკავშირებული იყო რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს, როგორც კონფრონტაციული სახელმწიფოს, გამოყენება. აქედან გამომდინარე, ეს მიზანი ვერ განხორციელდა და ახლა საქართველოს მიმართ პოლიტიკური ჯიბრი აქვთ“, - დასძინა ირაკლი ქადაგიშვილმა.
1794994366
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი „დროას“ განცხადებაზე: ცდილობენ რეალობის შეცვლას, დავივიწყოთ პიროტექნიკით როგორ ესხმოდნენ თავს პოლიციელებს, როგორ წვავდნენ პოლიციელებს, პოლიციის მანქანებს და პარლამენტს?
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2024 წლის დეკემბერში, ოპოზიცია, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობით, ქვეყანაში 90-იანი წლების დაბრუნებას ცდილობდა. შალვა პაპუაშვილი ეხმაურება პარ...
1794993296
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საქართველო არის ხიდი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას, როდესაც ბრიუსელის ბიუროკრატია საქართველოს ებრძვის, ის ამ ხიდის დაწვას ცდილობს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასისა და ბრიუსელის ბიუროკრატიის პოლიტიკას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საქართველოსთან ბრძოლით ისინი ევრ...
1794992023
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამია სტრასბურგში, ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ პირებს „პოლიტიკურ პატიმრებად“ აცხადებდა, მაშინ როცა მეფარიშვილმა, ოკრიბელაშვილმა და კოლდარმა ბრალი სრულად აღიარა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოზე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერების: ნიკა გვარამიასა და ნიკანორ მელიას განცხადებები წარადგინა, რომლითა...
1794990383
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: მოლდოვაში ვეტინგის კომისიის წევრი არის ნონა წოწორია, რომელიც ადეიშვილის პერიოდში იყო გენპროკურორის მოადგილე - ასეთი წარსულის ადამიანი ამოწმებს კეთილსინდისიერებას, რომელიც აქ წამების სისტემის შექმნის თანამონაწილე იყო
„მოლდოვაში ვეტინგის კომისიის წევრი არის ნონა წოწორია, რომელიც ადეიშვილის პერიოდში იყო გენპროკურორის მოადგილე“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „როდესაც...
1794989524
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: 2023 წლის 17 მარტს გიორგი გახარიას მიერ „დოიჩე ველესთვის“ მიცემული ინტერვიუს ქართული თარგმანი გავრცელდა, მან მარტის თვის ძალადობრივი აქციების მხარდასაჭერად, აქციებს მშვიდობიანი უწოდა
„ქართული ოცნების“ მიერ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენა ახალ ეტაპზე გადავიდა, რომლის ფარგლებში, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორ...































