კახა კალაძე „ლელოზე“: პირდაპირ მოწოდებები კეთდებოდა ამ უსამშობლო აგენტურის მხრიდან, თუნდაც მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ოპოზიციის მხრიდან პირდაპირი მოწოდებები კეთდებოდა, რომ საქართველო ომში ჩართულიყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, რომლის თანახმად, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“ უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნას აყენებდა.
„პირდაპირ მოწოდებები კეთდებოდა ამ უსამშობლო აგენტურის მხრიდან თუნდაც მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. პირდაპირ ამბობდნენ, რომ ამ პოლიტიკას, ამ განცხადებებს და დამოკიდებულებას გვირჩევნია, ბომბები ცვიოდეს ქვეყანაში.
გარდა ამისა, არსებობს არქივი, ჩანაწერები, რომ პირდაპირ პარლამენტის ტრიბუნიდან მოწოდებები კეთდებოდა მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით. მოგვიწოდებდნენ, რომ ჩავრთულიყავით ამ ომში. ეს ძალიან მძიმეა და დღეს, რა თქმა უნდა, არ სურთ მათ ამ ყველაფერთან ასოცირება, იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან მშვიდობის შენარჩუნებას და მშვიდობას რა მოაქვს.
მშვიდობას მოაქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, მოაქვს სტაბილურობა, წინსვლა და ყველაზე მთავარი, კეთილდღეობა ქვეყნის მოქალაქეებისთვის. აი, ეს არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1795001517
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა. ეკონომოკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ვიცე-პრ...
1794997712
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: „ლელოში“ ფიქრობენ, რომ საზოგადოებას ამნეზია აქვს, არ ახსოვს ფაქტები და ჩანაწერებიც გაქრა, გვახსოვს, როგორ ითხოვდნენ მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნას
პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, „ლელოს“ მთელი პროცესი აწყობილი ჰქონდა რუსეთისთვის სანქციების დაწესების კუთხით, ამაში ხედავდნენ საქართველოს წინსვლის ერთად...
1794997025
ახალი ამბებიმარნეულში ახალგაზრდებთან ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის პრეზენტაცია გაიმართა
მარნეულში ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის აზერბაიჯანულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და...
1794996914
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ირაკლი კუპრაძე მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობასა და საღამოს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდა
საკონსტიტუციო სასამართლოში, ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ საქმის განხილვისას, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ...
1794995851
ახალი ამბებიგივი მიქანაძემ კორეის ელჩთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰიონდუ კიმთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორ ქვე...































