მარიამ ქვრივიშვილი: ჭკვიანი მმართველობა, თანმიმდევრულობა, გამჭვირვალობა და უწყვეტობა - წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა სწორედ ამ რამდენიმე ნიშანს ატარებს

„ჭკვიანი მმართველობა, თანმიმდევრულობა, გამჭვირვალობა და უწყვეტობა - წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა სწორედ ამ რამდენიმე ნიშანს ატარებს. ამ ყველაფერს ინვესტორები სამართლიანად აფასებენ და ამბობენ, რომ საქართველო ცალკეულ სირთულეებს სწორად მართავს. ბოლო რამდენი წელია, საქართველომ აჩვენა მნიშვნელოვანი მდგრადობა და მედეგობა, რაც აისახა საქართველოს ეკონომიკაზეც. შესაბამისად, ქართულმა ეკონომიკამ სტაბილურობა და სტაბილური ზრდა აჩვენა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ სესიაზე.

მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინვესტიციების მხრივ მნიშვნელოვანი ზრდა და შემოსავლები დაფიქსირდეს.

„ჩვენ ვაძლიერებთ და ვაუმჯობესებთ საქართველოს, ქვეყნის პოზიციონირებას აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით, ამასთანავე, ინვესტირებითა და თანაინვესტირებით ძალიან ბევრ პროექტს ვახორციელებთ. ეს არის ის რეალობა, რასაც არამარტო ჩვენ, არამედ ინვესტორებიც ხედავენ. ამას ხედავს ფართო საზოგადოებაც“, - დასძინა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ ფაქტორებზე, თუ რატომ უნდა დაინტერესდეს ინვესტორი საქართველოში ფინანსური რესურსების ჩადებით.

„საქართველოში ინვესტირებით თქვენ ინვესტიციას დებთ სტაბილურობაში, უსაფრთხოებასა და პროგნოზირებადობაში. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ინვესტიციებიდან, საშუალოდ, ყველაზე მაღალი სარგებელი გამოიმუშაოს, ასევე მნიშვნელოვანია სწორი საგადასახადო პოლიტიკა და გამჭვირვალობა“,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761151529

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: კომპანია Eagle Hills-ის $6.5-მილიარდიანი ინვესტიცია ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს მზარდი მიმზიდველობა აქვს, როგორც ინოვაციებისა და შესაძლებლობების რეგიონულ ჰაბს

სხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებით და 2.3 მილიარდზე მეტი მომხმარებლის მქონე ბაზრებზე წვდომით, საქართველო ინვესტორებს სტაბილურ და რეფორმებზე ორიენტირებულ გარემოს სთავაზობს, - ამის შესახებ საქართველოს პ...

ირაკლი კობახიძე

1761149729

ახალი ამბები

ლევან ჭოტორლიშვილი მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის გადაცემაზე: რა ოპოზიციაც გვყავს, პრემიაც შესაბამისი - რუს ლიბერალებში სახაროვს საქართველო გამორჩეულად სძულდა, პრემია საქართველოს სიძულვილში ვისი სახელობის უნდა იყოს, თუ არა სახაროვის

მზიასთვის ანდრეი სახაროვის პრიზი მიუციათ. მახსოვს, ანდრეი სახაროვი ამტკიცებდა, საქართველო მცირე იმპერიაა და უნდა დაინგრესო. იდეოლოგიურ ნიადაგს ამზადებდა აფხაზეთის და შიდა ქართლის ოკუპაციისთვის, - წერს...

ლევან ჭოტორლიშვილი

1761147949

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს დიდი სურვილი აქვს, რეგიონში საკუთარი წვლილი შეიტანოს სტაბილურობასა და განვითარებაში

„საქართველოს ძალიან დიდი სურვილი აქვს, რეგიონში საკუთარი წვლილი შეიტანოს სტაბილურობასა და განვითარებაში. ჩვენ გვაქვს 9.6% ეკონომიკური ზრდა გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ეს ნიშნავს წინსვლას და...

მარიამ ქვრივიშვილი

1761146986

ახალი ამბები

გიორგი აბაშიშვილი: ცოცხალი მონაწილე ვარ „აბრეშუმის გზის“ ხუთივე ფორუმის და მე ასეთი კონკრეტული, ასეთი დეტალური, ასეთი მომზადებული საქართველო არ მინახავს

ცოცხალი მონაწილე ვარ „აბრეშუმის გზის“ ხუთივე ფორუმის და მე ასეთი კონკრეტული, ასეთი დეტალური, ასეთი მომზადებული საქართველო არ მინახავს, - ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა გიორგი...

გიორგი აბაშიშვილი

1761143938

ახალი ამბები

სუსი: ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი

სუსის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითამანმშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი, - ამ...

ზოგადი