შსს: აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველთა მოწოდება, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, არ გაითვალისწინეს, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 20-მდე მონაწილე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა გზის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობაში

აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველთა მოწოდება, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, არ გაითვალისწინეს, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა გზის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობაში, - განცხადებას შსს ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ახალგაზრდა ქალი, რომელიც არ დაემორჩილა სამართალდამცველთა კანონიერ მოწოდებას და საპატრულო პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა, დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს.
„დღეს, დაახლოებით 20:00 საათიდან, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა აქციის რამდენიმე მონაწილემ უკანონოდ სცადა გზის გადაკეტვა.
მიუხედავად იმისა, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მომიტინგეები არაერთხელ გააფრთხილეს, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რადგან მათი რაოდენობა არ იძლეოდა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის კანონიერ უფლებას, აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველთა მოწოდება არ გაითვალისწინეს.
შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა გზის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობაში.
რაც შეეხება ახალგაზრდა ქალს, რომელიც არ დაემორჩილა სამართალდამცველთა კანონიერ მოწოდებას, საპატრულო პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა და შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, მათ ღირსებასა და მუნდირს, ასევე საზოგადოებას - ის დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად, უკანონოდ გადაკეტვისგან და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1761153504
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ჭკვიანი მმართველობა, თანმიმდევრულობა, გამჭვირვალობა და უწყვეტობა - წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა სწორედ ამ რამდენიმე ნიშანს ატარებს
„ჭკვიანი მმართველობა, თანმიმდევრულობა, გამჭვირვალობა და უწყვეტობა - წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა სწორედ ამ რამდენიმე ნიშანს ატარებს. ამ ყველაფერს ინვესტორები სამართლიანად აფასებენ და ამბობენ, რომ...
1761152782
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: გარანტიას ვიძლევით სამართლიანობაზე - ყველას, ვინც ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში, ვინც ინვესტიციებს დებს ჩვენ ქვეყანაში, არ გავუცრუებთ იმედებს
„ზუსტად ვიცით, რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში, მინისტრთა კაბინეტში განაწილებული გვაქვს ფუნქციები. ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ საქართველოს ექნება სტაბილური, მდგრადი, მრავალფერო...
1761151529
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: კომპანია Eagle Hills-ის $6.5-მილიარდიანი ინვესტიცია ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს მზარდი მიმზიდველობა აქვს, როგორც ინოვაციებისა და შესაძლებლობების რეგიონულ ჰაბს
სხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებით და 2.3 მილიარდზე მეტი მომხმარებლის მქონე ბაზრებზე წვდომით, საქართველო ინვესტორებს სტაბილურ და რეფორმებზე ორიენტირებულ გარემოს სთავაზობს, - ამის შესახებ საქართველოს პ...
1761149729
ახალი ამბებილევან ჭოტორლიშვილი მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის გადაცემაზე: რა ოპოზიციაც გვყავს, პრემიაც შესაბამისი - რუს ლიბერალებში სახაროვს საქართველო გამორჩეულად სძულდა, პრემია საქართველოს სიძულვილში ვისი სახელობის უნდა იყოს, თუ არა სახაროვის
მზიასთვის ანდრეი სახაროვის პრიზი მიუციათ. მახსოვს, ანდრეი სახაროვი ამტკიცებდა, საქართველო მცირე იმპერიაა და უნდა დაინგრესო. იდეოლოგიურ ნიადაგს ამზადებდა აფხაზეთის და შიდა ქართლის ოკუპაციისთვის, - წერს...
1761147949
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს დიდი სურვილი აქვს, რეგიონში საკუთარი წვლილი შეიტანოს სტაბილურობასა და განვითარებაში
„საქართველოს ძალიან დიდი სურვილი აქვს, რეგიონში საკუთარი წვლილი შეიტანოს სტაბილურობასა და განვითარებაში. ჩვენ გვაქვს 9.6% ეკონომიკური ზრდა გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ეს ნიშნავს წინსვლას და...