მარიამ ქვრივიშვილი: ძალიან მნიშვნელოვან ფორუმს მასპინძლობს ჩვენი ქვეყანა, დღევანდელმა დღემ დიდი წარმატებით ჩაიარა

ძალიან მნიშვნელოვან ფორუმს მასპინძლობს ჩვენი ქვეყანა, 70-ზე მეტი ქვეყნიდან 2300-ზე მეტი დელეგატი იმყოფება ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმზე საუბრისას.
მისი შეფასებით, დღევანდელმა დღემ, დიდი წარმატებით ჩაიარა.
„ჩვენ მთელი დღის განმავლობაში გვქონდა ძალიან საინტერესო პანელური დისკუსიები, მათ შორის ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოსვლები ერთი მხრივ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან, მეორე მხრივ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერების მხრიდან. რა თქმა უნდა ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა პარტნიორ ქვეყნებთან გვემსჯელა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან დაგეგმილ პროექტზე, რომელიც აძლიერებს ჩვენი ქვეყნის ტრანზიტული ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციას, მეორე მხრივ ერთობლივად დავგეგმეთ ბევრი ხელშესახები ახალი ინიციატივა და გეგმა, რომელიც ჩვენ ქვეყნებს გააძლიერებს. გვქონდა შესაძლებლობა მოგვესმინა ემაარ ჯგუფის დამფუძნებლისთვის, რომელიც იმყოფება საქართველოში. შევძელით და ხელი მოვაწერეთ ახალ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც საწარმო დაფუძნდება. ზოგადად დღევანდელმა დღემ დიდი წარმატებით ჩაიარა. მოხარულები ვართ, კერძო სექტორსაც მივეცით შესაძლებლობა, ჰქონოდათ შეხვედრები როგორც სამთავრობო, ისე შიდა და საერთაშორისო კომპანიებთან, იმისთვის, რომ გამოიყენონ ეს პლატფორმა ბიზნესსაქმიანობის გაზრდისთვის“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
1761153504
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ჭკვიანი მმართველობა, თანმიმდევრულობა, გამჭვირვალობა და უწყვეტობა - წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა სწორედ ამ რამდენიმე ნიშანს ატარებს
„ჭკვიანი მმართველობა, თანმიმდევრულობა, გამჭვირვალობა და უწყვეტობა - წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა სწორედ ამ რამდენიმე ნიშანს ატარებს. ამ ყველაფერს ინვესტორები სამართლიანად აფასებენ და ამბობენ, რომ...
1761152782
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: გარანტიას ვიძლევით სამართლიანობაზე - ყველას, ვინც ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში, ვინც ინვესტიციებს დებს ჩვენ ქვეყანაში, არ გავუცრუებთ იმედებს
„ზუსტად ვიცით, რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში, მინისტრთა კაბინეტში განაწილებული გვაქვს ფუნქციები. ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ საქართველოს ექნება სტაბილური, მდგრადი, მრავალფერო...
1761151529
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: კომპანია Eagle Hills-ის $6.5-მილიარდიანი ინვესტიცია ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს მზარდი მიმზიდველობა აქვს, როგორც ინოვაციებისა და შესაძლებლობების რეგიონულ ჰაბს
სხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებით და 2.3 მილიარდზე მეტი მომხმარებლის მქონე ბაზრებზე წვდომით, საქართველო ინვესტორებს სტაბილურ და რეფორმებზე ორიენტირებულ გარემოს სთავაზობს, - ამის შესახებ საქართველოს პ...
1761149729
ახალი ამბებილევან ჭოტორლიშვილი მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის გადაცემაზე: რა ოპოზიციაც გვყავს, პრემიაც შესაბამისი - რუს ლიბერალებში სახაროვს საქართველო გამორჩეულად სძულდა, პრემია საქართველოს სიძულვილში ვისი სახელობის უნდა იყოს, თუ არა სახაროვის
მზიასთვის ანდრეი სახაროვის პრიზი მიუციათ. მახსოვს, ანდრეი სახაროვი ამტკიცებდა, საქართველო მცირე იმპერიაა და უნდა დაინგრესო. იდეოლოგიურ ნიადაგს ამზადებდა აფხაზეთის და შიდა ქართლის ოკუპაციისთვის, - წერს...
1761147949
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს დიდი სურვილი აქვს, რეგიონში საკუთარი წვლილი შეიტანოს სტაბილურობასა და განვითარებაში
„საქართველოს ძალიან დიდი სურვილი აქვს, რეგიონში საკუთარი წვლილი შეიტანოს სტაბილურობასა და განვითარებაში. ჩვენ გვაქვს 9.6% ეკონომიკური ზრდა გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ეს ნიშნავს წინსვლას და...