ინგა ფხალაძე: საქართველო მთავრობა აქტიურად ეხმარება და ხელს უწყობს ინვესტორებს ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნით

„საქართველო მთავრობა აქტიურად ეხმარება და ხელს უწყობს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ინვესტორებს ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნით, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს როგორც ჰიდრო, ასევე მზისა და სხვა სუფთა ენერგიის წყაროების განვითარებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე „ენერგეტიკული გზაჯვარედინი: არჩევანი უსაფრთხო მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის მოადგილემ მიმოიხილა საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკა და ყურადღება გაამახვილა დარგის განვითარების სამთავრობო ხედვაზე, მათ შორის, სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერების კუთხით.

„საქართველომ მდგრადი და ტრანზიტული ქვეყნის ფუნქცია რომ გააძლიეროს, დამატებითი ღონისძიებებია განსახორციელებელი. ყურადღებას გავამახვილებ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელიც გაზრდის ექსპორტის პოტენციალს და გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის, როლს“, - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით შემუშავდა წყალბადის სამოქმედო გეგმა და გზამკვლევი.

თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, გადამცემი ქსელების განახლებაზე, დარგში ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და სხვა პრიორიტეტებზე.

აღნიშნულ პანელურ დისკუსიაში ინგა ფხალაძესთან ერთად მონაწილეობდნენ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (BSEC) გენერალური მდივანი ლაზარ კომანესკუ, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების სახელმწიფო მდივანი პეტერ სტარაი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელნურ სოლტანოვი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761153504

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ჭკვიანი მმართველობა, თანმიმდევრულობა, გამჭვირვალობა და უწყვეტობა - წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა სწორედ ამ რამდენიმე ნიშანს ატარებს

„ჭკვიანი მმართველობა, თანმიმდევრულობა, გამჭვირვალობა და უწყვეტობა - წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა სწორედ ამ რამდენიმე ნიშანს ატარებს. ამ ყველაფერს ინვესტორები სამართლიანად აფასებენ და ამბობენ, რომ...

მარიამ ქვრივიშვილი

1761152782

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: გარანტიას ვიძლევით სამართლიანობაზე - ყველას, ვინც ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში, ვინც ინვესტიციებს დებს ჩვენ ქვეყანაში, არ გავუცრუებთ იმედებს

„ზუსტად ვიცით, რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში, მინისტრთა კაბინეტში განაწილებული გვაქვს ფუნქციები. ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ საქართველოს ექნება სტაბილური, მდგრადი, მრავალფერო...

მარიამ ქვრივიშვილი

1761151529

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: კომპანია Eagle Hills-ის $6.5-მილიარდიანი ინვესტიცია ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს მზარდი მიმზიდველობა აქვს, როგორც ინოვაციებისა და შესაძლებლობების რეგიონულ ჰაბს

სხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებით და 2.3 მილიარდზე მეტი მომხმარებლის მქონე ბაზრებზე წვდომით, საქართველო ინვესტორებს სტაბილურ და რეფორმებზე ორიენტირებულ გარემოს სთავაზობს, - ამის შესახებ საქართველოს პ...

ირაკლი კობახიძე

1761149729

ახალი ამბები

ლევან ჭოტორლიშვილი მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის გადაცემაზე: რა ოპოზიციაც გვყავს, პრემიაც შესაბამისი - რუს ლიბერალებში სახაროვს საქართველო გამორჩეულად სძულდა, პრემია საქართველოს სიძულვილში ვისი სახელობის უნდა იყოს, თუ არა სახაროვის

მზიასთვის ანდრეი სახაროვის პრიზი მიუციათ. მახსოვს, ანდრეი სახაროვი ამტკიცებდა, საქართველო მცირე იმპერიაა და უნდა დაინგრესო. იდეოლოგიურ ნიადაგს ამზადებდა აფხაზეთის და შიდა ქართლის ოკუპაციისთვის, - წერს...

ლევან ჭოტორლიშვილი

1761147949

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს დიდი სურვილი აქვს, რეგიონში საკუთარი წვლილი შეიტანოს სტაბილურობასა და განვითარებაში

„საქართველოს ძალიან დიდი სურვილი აქვს, რეგიონში საკუთარი წვლილი შეიტანოს სტაბილურობასა და განვითარებაში. ჩვენ გვაქვს 9.6% ეკონომიკური ზრდა გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ეს ნიშნავს წინსვლას და...

მარიამ ქვრივიშვილი