მიხეილ ყაველაშვილი: ჯანსაღი ფასეულობების განმტკიცებაზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა, სწორად მოაზროვნე თაობების საფუძველია, რაც ნარკოტიკებთან და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პროცესში ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს განცხადებით გამოეხმაურა.
პრეზიდენტი ნარკოდანაშაულთან ბრძოლის გამკაცრებასთან დაკავშირებით უკვე განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მიესალმება და აცხადებს, რომ უმნიშვნელოვანესია პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული ორი ინიციატივა, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლას უკავშირდება.
„დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ნარკომანია და ნარკოდანაშაული ერთ-ერთ უმთავრეს გლობალურ გამოწვევად რჩება, რომელიც საფრთხეს არამხოლოდ კონკრეტული ადამიანების ჯანმრთელობას უქმნის, არამედ უამრავ საზოგადოებრივ პრობლემას წარმოშობს და მომავალ თაობებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. ჩვენი მიზანია მკაფიო, სწორი და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმით, მომავალი თაობა მავნე ზეგავლენისგან დავიცვათ.
ქვეყანაში ნარკოდანაშაულთან ბრძოლის გამკაცრება და ნარკოტიკებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება ჩვენი ვალდებულებაა, რათა მომავალი თაობა უსაფრთხო გარემოში აღიზარდოს, არჩევანი კი ცხოვრების ჯანსაღ წესზე, განათლებასა და განვითარებაზე გააკეთოს.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან ერთად, პრინციპულად მნიშვნელოვანია ნარკოდამოკიდებული ადამიანების დახმარება და მხარდაჭერა. ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია დღეს ეროვნული პრიორიტეტია. ამ მიზნის განხორციელებისთვის ყველა ინსტიტუციურ დონეზე იდგმება კონკრეტული ნაბიჯები, შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ, რასაც აუცილებლად მოჰყვება მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები.
მივესალმები ნარკოდანაშაულთან ბრძოლის გამკაცრებასთან დაკავშირებით უკვე განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, ასევე უმნიშვნელოვანესია პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული ორი ინიციატივა, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლას უკავშირდება.
მნიშვნელოვანია ყველამ კარგად გავითავისოთ, რომ ჯანსაღი ფასეულობების განმტკიცებაზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა, სწორად მოაზროვნე თაობების საფუძველია, რაც ნარკოტიკებთან და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პროცესში ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია“, - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.
1750934131
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი - „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში“
„გილოცავთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 31-ე წლისთავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში. გარდა იმისა, რომ სამსახურმა წლ...
1750932953
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურაში მუდმივად მზარდ როლს ასრულებს, მათი პროფესიონალიზმი ქმნის მყარ საფუძველს, სახელმწიფო ინსტიტუტების უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ძლიერ და თანამედროვე ინსტიტუტად ჩამოყალიბდა, სწორედ თქვენი პროფესიონალიზმი, საქმისა და სამშობლოსადმი ერთგულება ქმნის მყარ ს...
1750931571
ახალი ამბებიეკა ჩემია კატარში საქართველოს კონსულს დავით აბსანძეს გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის - „12 საათიანი ლოდინის, უკიდეგანო რიგების და ქაოსის პარალელურად მხსნელად ჩვენი ქვეყნის კონსული მოგვევლინა...“
ფსიქოლოგი ეკა ჩემია კატარში საქართველოს კონსულს დავით აბსანძეს გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. „ჩემო ძვირფასო მეგობრებო უკვე საქართველოში ვარ და კიდევ ე...
1750930281
ახალი ამბებიგეკა გელაძე: შინაგან საქმეთა სამინისტრო, სრული შემადგენლობით, ინტენსიურად აგრძელებს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას
შინაგან საქმეთა სამინისტროში, ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, ა...
1750929951
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ზვიად რატიანის საქმეზე: დონორები და დიპლომატიური კორპუსი ხელოვნურად ახალისებენ ძალადობას მას შემდეგ, რაც მზია ამაღლობელი გააგმირეს, ვხედავთ, როგორ ურტყამს ხელს პოლიციას რატიანი
„ესეც, რა თქმა უნდა, არის დონორების „დამსახურება“. ჩვენ ვაფრთხილებთ დონორებს და მით უმეტეს შალვა პაპუაშვილი აქტიურობს ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით, რომ ისინი ხელოვნურად ახალისებენ, ამ შემთხვევაში, მხ...