"მთავარი მენეჯერი იყო, თუმცა ხელოსნებს ფიზიკურადაც ეხმარებოდა... თურმე ე.წ. დევეპე პირდაპირ შუბლის არეში დაეცა, თავის ქალა გახლეჩილი ჰქონდა, ვლოცულობდით მის გადასარჩენად" - სამოქალაქო აქტივისტის ტრაგიკულად დაღუპვის დეტალებზე მეგობრები საუბრობენ

სამოქალაქო აქტივისტი გივი კუბლაშვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. იგი თავის არეში უმძიმესი დაზიანებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მე-8 საავადმყოფოში გუშინ შეიყვანა.

კლინიკასთან მთელი ღამე გაათენეს მისმა მეგობრებმა, ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა, ყველა გივიკოს გამოჯანმრთელებაზე ლოცულობდა, რადგან ექიმები დამაიმედებელს ვერაფერს ამბობდნენ.

ყველაფერი კეთდებოდა მის გადასარჩენად, თუმცა, სამწუხაროდ, დღეს დილით გარდაიცვალა. უამრავი ტკვილიანი სტატუსი გაჩნდა სოციალურ ქსელში.

ერთ-ერთი მეგობარი ამბობს, გივი კუბლაშვილმა სამსახურში მიიღო ტრავმა ე.წ დევეპეს გადმოცვენის შედეგად.

"მთელი ღამე საავადმყოფოში ვიყავით მეგობრები, დილით 7 საათზე მომიწია იქიდან წამოსვლა აუცილებელ საქმეზე და სადღაც 2 საათში გავიგე, რომ ჩვენი უკარგესი მეგობარი ცოცხალი აღარ გვყავდა.

მართალია ექიმები ამბობდნენ, რომ ერთი პროცენტი იყო გადარჩენის შანსი, მაგრამ მაინც არ ვუშვებდით, რომ შეიძლებოდა მას რამე მოსვლოდა და ვლოცულობდით მის გადასარჩენად. 

ტრაგიკული შემთხვევა მის სამსახურში გუშინ, დაახლოებით 2-დან 3 საათამდე შუალედში მოხდა.

ერთ-ერთ ავეჯის დამამზადებელ კომპანიაში მთავარი მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა.

ძალიან პასუხისმგებლობიანი ადამიანი იყო, არ ევალებოდა, მაგრამ ხელოსნებს ფიზიკურადაც ეხმარებოდა.

წინა დღეებში სოციალურ ქსელში ვიდეოც დადო, 12 საათამდე ეს უნდა მოვასწროთ, რომ ჩვენი წარმოება ისევ დადგეს მწყობრშიო.

როგორც გივიკოს ნათესავმა მითხრა, ტრაგედიის ამსახველი ვიდეოც არსებობს, რომელშიც ჩანს, როგორ ვარდება სიმაღლიდან რამდენიმე ცალი ე.წ დევეპე და პირდაპირ შუბლის არეში ეცემა.

თავის ქალა გახლეჩილი ჰქონდა, სერიოზული დაზიანებებით შეიყვანეს და ხელოვნურ სუნთქვაზე იყო, გულს აპარატით უმუშავებდნენ.

ექიმები ამბობდნენ, ერთი პროცენტიც არ არის გადარჩენის იმედიო, მაგრამ მაინც ვებღაუჭებოდით იმ 1 პროცენტს.

ისიც გვითხრეს, თუ 24 საათი გაუძლო, მერე გეტყვით რას მოვიმოქმედებთო.

დღეს პირველ საათზე იწურებოდა ეს დრო, სამწუხაროდ, 10 საათზე გარდაიცვალა.

საოცარი ბიჭი იყო. დიდი ხანია ვმეგობრობთ და მართლა გვტკივა გული. ძალიან განათლებული იყო, რამდენიმე ენას ფლობდა.

მეგობრები ბუკინგს ვეძახდით, არ არსებობდა თემა, მას რომ ამომწურავად არ ესაუბრა. ადრე კენჭს იყრიდა დიდუბეში მაჟორიტარად.

ბოლო წლები შეეშვა პოლიტიკას, ორ შვილს ზრდიდა და მათ განათლებაზე იყო გადართული, თუმცა აქციებზე მუდმივად მოდიოდა და ძალიან აქტიურობდა კიდეც.

ბოლო დროს პოლიტიკური ცხოვრებით არ ცხოვრობდა.

უაღრესად კეთილშობილი ადამიანი იყო.

12 ივლისს ვარ დაბადებული და შარშან ჩემს დაბადების დღეზე ჩვენი მეგობრები შეკრიბა და დაბადების დღე მან გადამიხადა. ასეთი გულიანი, ძალიან ყურადღებიანი ბიჭი იყო. არ არსებობს ადამიანი, ვინც მასზე ცუდს იტყვის.

ამერიკაში წასვლა უნდოდა და ორჯერ სცადა “გრინ კარტის” მოგება, მაგრამ არ გაუმართლა.

სამსახურის პოვნა საქართველოში მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, ამ სამსახურით კმაყოფილი იყო, თავისი პატარა მაღაზიაც გახსნა და შრომობდა.

ქვეყანამ ძალიან მაგარი ადამიანი დაკარგა. ობლობაში იყო გაზრდილი. გივიკოს მამა ავტოავარიით იმ ასაკში გარდაეცვალა, რა ასაკშიც ახლა მისი შვილები არიან.

დედამ გივიკო ძმასთან ერთად ობლობაში გაზარდა.

საოცარი ოჯახი ჰყავს.

ოჯახის წევრებს ვიცნობ და თანავუგრძნობ ყველას ამ უდიდეს ტკივილს.

ხუთშაბათს მამა დავკრძალე და ოთხშაბათს მამაჩემის სამძიმარზე იყო მოსული, ბოლოს ორი დღის წინ ვნახე.

მითხრა, ცოტა გადავიღალე ფსიქოლოგიურადაც და მორალურადაც, ძალიან საპასუხიმგებლო საქმეს მოვრჩი ძალიან მაგრად და ახლა ცოტას დავისვენებო.

8 ეს იყო ოთხშაბათს და პარასკევს ეს საშინელი ამბავი მოხდა.

ძალიან გვტკივა გული.

ისედაც ცოტანი დავრჩით საქართველოში ქართველები და ასეთი უნიჭიერესი ახალგაზრდის გარდაცვალება მართლაც კატასტროფაა”, – ამბობს გივიკოს მეგობარი, კახა კვეკვესკირი.

წყარო: კვირის პალიტრა

ასევე დაგაინტერესებთ:

* "ძალიანაა დაზიანებული ჩვენი სული ფიზიკური სიკვდილით და ლოცვის, თუნდაც, მექანიკურად გამეორებით"

* ზელენსკიმ გერმანიაში, უნგრეთში, ნორვეგიაში, ჩეხეთისა და ინდოეთში, უკრაინის ელჩები თანამდებობიდან გაათავისუფლა

* ავარია კახეთში - სატვირთოსთან შეჯახების შედეგად სასწრაფოს მანქანა ამოყირავდა, დაშავდა სასწრაფო ბრიგადის ექიმი და ექთანი 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794415878

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, ბულგარეთში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო

„გლოვის ამ დღეს, ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ ბულგარელ ხალხს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი X-ზე წერს. პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა...

მიხეილ ყაველაშვილი

1794413989

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი

„ჩვენი თვალთახედვით, რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც მოპასუხე მხარე, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი“, - გ...

თორნიკე ჭეიშვილი

1794411572

ახალი ამბები

ნათია თურნავა: საქართველოს საფინანსო სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი მაღალია, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებები საინვესტიციო პროცედურების გამარტივებას ემსახურება

„საქართველოს საფინანსო სექტორი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით წამყვან პოზიციას იკავებს და ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების დაახლოებით 36-40% სწო...

ნათია თურნავა

1794411071

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: არცერთი შესაძლებლობა არ ყოფილა ხელიდან გაშვებული მოპასუხე მხარის მხრიდან, რომ გადაედგათ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ მოპასუხე მხარემ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებისა და საბოტაჟისთვის არცერთი შესაძლებლობა არ გაუშვა ხელიდან. მანვე აღნი...

თორნიკე ჭეიშვილი

1794409593

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს

„საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულის...

თამარ იოსელიანი