„ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია ერთმანეთთან კოალიციაში არიან“ - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე
„ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია ერთმანეთთან კოალიციაში არიან, - ასე ფიქრობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, კოალიცია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის შემდეგ წალენჯიხაშიც გაფორმდა.
„მათ დადანაშაულება აღარ სჭირდება, პირდაპირ კოალიცია გაფორმდა უკვე მეორე მუნიციპალიტეტში. პირველი იყო ჩხოროწყუ, მეორე არის წალენჯიხა. ამით იშიფრება ის, რასაც ვამბობდით ჯერ კიდევ მუნიციპალურ არჩევნებამდე. მათ შორის არის რეალური ალიანსი ჩამოყალიბებული და ეს ფორმდება კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში კოალიციის სახით.
ის, რომ „ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია არიან ერთმანეთთან კოალიციაში, უკვე არავისთვის არის დასამალი და ისინი უკვე ღიად საუბრობენ და არა მარტო საუბრობენ, იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა კობახიძემ.
დღეს, 20 იანვარს, წალენჯიხაში საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია “საქართველოსთვის” წევრი აირჩიეს.
საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის”საქართველოსთვის” წევრი, კორნელი სალია 14 ხმით ოპოზიციონერმა დეპუტატებმა აირჩიეს.
სხდომა “ქართული ოცნების” წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
ასევე საინტერესოა:
🔵 წალენჯიხაში საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია “საქართველოსთვის” წევრი აირჩიეს
🔵 16 წლის გოგო და მისი პედაგოგი მძარცველებს, სახლში მოწყობილი სპეციალური ოთახის წყალობით გადაურჩნენ
1794421665
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის დარღვევა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე გ...
1794418145
ახალი ამბებიგიორგი კახიანი: პოლიტიკური პარტიის აკრძალვა პროპორციული ღონისძიებაა, რადგან ემსახურება იმ ფუნდამენტური კონსტიტუციური წესრიგის დაცვას, რომელიც თავად პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს
„როდესაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი ფუნდამენტური კონსტიტუციური ინტერესი. ერთი მხრივ, ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა, კონსტიტუციური...
1794417130
ახალი ამბებითბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანი ჩაცხრილეს
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „გერმანული ჰოსპიტლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ორი ადამიანი ჩაცხრილეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ექსკლუზივს“ განუცხ...
1794415878
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, ბულგარეთში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო
„გლოვის ამ დღეს, ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ ბულგარელ ხალხს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი X-ზე წერს. პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა...
1794413989
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი
„ჩვენი თვალთახედვით, რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც მოპასუხე მხარე, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი“, - გ...






























