პოლიციამ აჭარაში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა
                შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: წარსულში ნასამართლევი, 1980 წელს დაბადებული ბ. ო. და 1993 წელს დაბადებული მ.ბ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ღონისძიებების, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქეზე უკანონოდ, ფულის სანაცვლოდ, ჯგუფურად გაასაღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა.
სამართალდამცველებმა უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე ამოღებულია ფული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
1762250229
ახალი ამბებისასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და გადაკვეთის ფაქტზე 4 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,სარფისა" და სასაზღვრო სექტორ „კირნათის“ დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძ...
1762248817
ახალი ამბებიეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გოგიტა თოდრაძემ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) 2024 წლის საქ...
1762248307
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ადამიანმა სამ სამსახურში კი არ უნდა იმუშაოს, რადგან არ ყოფნის ხელფასი, უნდა იმუშაოს ერთ სამსახურში და მაღალი ანაზღაურება ჰქონდეს, შესაბამისად, უნდა გაიზარდოს ხელფასი
„ჩვენ ვამბობთ, რომ დიახ, კორუფციასაც ვებრძვით და ხელმომჭირნეთაც უნდა ვიყოთ და დიახ, უნდა შემცირდეს ხარჯები, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი გასცემს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
1762246192
საზოგადოებაქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდის მიზნით, 2025 წლის 10 თვეში, ქართული ღვინო 29 გამოფენა-ფესტივალსა და 250-მდე დეგუსტაცია-სემინარზე აშშ-ში, ევროპისა და აზიის, ჯამში, 20-მდე ქვეყანაში იყო წარდგენილი
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურად გრძელდება ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ქართული ღვინის საექსპორტო პო...
1762245769
საზოგადოებაპროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმ...

















                                    
                                    
                                    
                                        
                                        
                                        
                                        
                                        









