პრემიერი: ვინც გადაწყვეტს აგენტობას სხვა სახელმწიფოს სასარგებლოდ, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ყველას მიმართ სახელმწიფო იქნება პრინციპული
ჯაშუში ყველა შემთხვევაში არის ჯაშუში და ჯაშუშობა, აგენტობა ყველა შემთხვევაში ნიშნავს საკუთარი სამშობლოს მიმართ ღალატის ჩადენას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში განუცხადა, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების 81 წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მთავრობის მეთაურის თქმით, ვინც გადაწყვეტს აგენტობას სხვა სახელმწიფოს სასარგებლოდ, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ყველას მიმართ სახელმწიფო იქნება პრინციპული.
„მნიშვნელობა არ აქვს, ჯაშუში რომელ ქვეყანას ემსახურება. ჯაშუში ყველა შემთხვევაში არის ჯაშუში და ჯაშუშობა, აგენტობა ყველა შემთხვევაში ნიშნავს საკუთარი სამშობლოს მიმართ ღალატის ჩადენას. თავის დროზე კონკრეტული ადამიანები, პოლიტიკოსები ცდილობდნენ აგენტობის პოპულარიზაციასაც კი, როდესაც საქმე ეხებოდა კონკრეტული სახელმწიფოების აგენტობას. აგენტი მნიშვნელობა არ აქვს ვისია, აგენტი ყოველთვის ღალატობს საკუთარი სამშობლოს ინტერესებს, ის ყოველთვის გამოხატავს მზადყოფნას, რომ დადგეს საკუთარი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, აქედან გამომდინარე, ეს დაკავება უნდა იყოს მაგალითი ყველასთვის. ვინც გადაწყვეტს აგენტობას სხვა სახელმწიფოს სასარგებლოდ, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ყველას მიმართ სახელმწიფო იქნება პრინციპული.
იმისათვის, რომ ჩვენ გავუფრთხილდეთ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს, ჩვენ არ დავასახელებთ შესაბამის სახელმწიფოს. მაგრამ მკაფიო გაფრთხილება ყველას - მნიშვნელობა არ აქვს, ვისი აგენტი ხარ. აგენტობა ყოველთვის არის დანაშაული საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ და შესაბამისად აქ განსაკუთრებით პრინციპული იქნება სახელმწიფო“, - განაცხადა პრემიერმა.
1778313718
ახალი ამბებიპრემიერი: ოპოზიციის ნებისმიერი ინიციატივა განწირულია ფიასკოსთვის, 10 კაცშიც ვერ ახერხებენ ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
ოპოზიციის ნებისმიერი ინიციატივა განწირულია ფიასკოსთვის, 10 კაცშიც ვერ ახერხებენ ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვეტერა...
1778313642
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: ბრიუსელი უკვე მიხვდა, რომ შუა დერეფანი სჭირდება რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, შუა დერეფანი კი წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე მედიასთან გამოეხმაურა საქართველო-უკრაინის ურთიერთობას. ასევე, ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზეც, შუა დერეფნის კონტექსტში. ქადაგიძემ გან...
1778313109
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ ნიშნავს მედიის თავისუფლების, დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას
ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები არის მედიის თავისუფლება, რასაც პირდაპირ უპირისპირდება როგორც ევროპული ბიუროკრატია, ისე საქართველოში მოქმედი აგენტურა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლ...
1778313032
ახალი ამბებიპრემიერი: იყო გარედან დაფინანსებული კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობა, რომელიც აღკვეთეს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა
იყო გარედან დაფინანსებული კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობა, რომელიც აღკვეთეს სწორედ ამ ადამიანებმა, ძალოვანი სტრუქტურების, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა, - ამის შე...
1778312959
ახალი ამბებიპრემიერი: სიმბოლურია 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნა, 9 მაისი იყო ერთგვარი ათვლის წერტილი ახალი ეპოქისა ევროპის ისტორიაში
სიმბოლურია 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწორედ 9 მაისი იყო ერთგვარი ათვლის წერტილი ახა...































