თენგიზ შარმანაშვილი რადიკალების სპეკულაციებზე: ნებისმიერ ნაბიჯს, რომელსაც გადადგამს ივანიშვილი, გააკეთებენ ამას. უდავო საკითხებსაც ედავებიან. რატომ? იმიტომ, რომ ასეთი მითითება აქვთ მიცემული, არცერთი ნაბიჯი არ შეაფასონ დადებითად
ნებისმიერ ნაბიჯს, რომელსაც გადადგამს ივანიშვილი, გააკეთებენ ამას, უდავო საკითხებსაც ედავებიან, - განუცხადა „ქრონიკას“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა რადიკალების სპეკულაციებთან დაკავშირებით.
კერძოდ, საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა" და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის შეთანხმება შედგა, რომლის თანახმად, „ციცინათელას" პარკთან მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შპს „აკვა ცენტრისგან" შეიძინა ფონდმა „ქართუმ" და იგი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. ეს ტერიტორია არსებულ გასართობ სივრცეს შეუერთდება, შედეგად კი, შეიქმნება ერთიანი, მასშტაბური ტურისტული კომპლექსი. მორიგ ქველმოქმედებას ოპოზიციის მხრიდან ისევ სპეკულაციები და დეზინფორმაცია მოყვა.
შარმანაშვილის თქმით, ასეთი მითითება აქვთ მიცემული, რომ არცერთი ნაბიჯი არ შეაფასონ დადებითად.
„ნებისმიერ ნაბიჯს, რომელსაც გადადგამს ივანიშვილი, გააკეთებენ ამას. უდავო საკითხებსაც ედავებიან. რატომ? იმიტომ, რომ ასეთი მითითება აქვთ მიცემული, არცერთი ნაბიჯი არ შეაფასონ დადებითად, რაც არ უნდა შინაგანად ხვდებოდნენ, რომ ამის წინააღმდეგ არანაირი არგუმენტი არ გაქვს. ეს არის ამათი სტილი. ტყუილის დამკვიდრება, დაბულინგება. იმდენად დიდი ტყუილია, როგორ უნდა გაამართლონ, ან ქოთანს საიდან უნდა მოაბან ყური, თქვან რომ ფულის შოვნა დაიწყო იმით, რომ უზარმაზარი თანხის მიწა შეიძინეს და შემდეგ სახელმწიფოს აჩუქეს. ეს არის მორიგი ტყუილი, რომელმაც ვერ გაძლო 24 საათიც კი“, - აღნიშნა მან.
1780384341
ახალი ამბებიკახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცე...
1780382598
მსოფლიო„სამწუხარო რეკორდი“ - გერმანიაში სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს
გერმანიაში სიღარიბის მაჩვენებელმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, ნათქვამია Paritätische Wohlfahrtsverband-ის (კეთილდღეობის თანასწორობის ასოციაციის) ახალ ანგარიშში. სიღარიბის შესახებ ანგარიშის თანახმად...
1780381377
ახალი ამბებიკულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, პოლონეთის ფრიდერიკ შოპენის სახელობის ბალტიის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტი პირველად გაიმართა
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, პოლონეთის ფრიდერიკ შოპენის სახელობის ბალტიის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტი პირველად გაიმართა. ინფორმაციას კ...
1780380867
ახალი ამბებიბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარში საჯარო სკოლებთან არსებული ინკლუზიური განათლების ცენტრების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარში საჯარო სკოლებთან არსებული ინკლუზიური განათლების ცენტრების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ინფორმაციას აჭარის განათლებ...
1780377898
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: გერმანიის ხელისუფლება ჩამოუყალიბებელ მდგომარეობაშია, ვერ გარკვეულა, რა უნდა გააკეთოს და ეს უხერხული პაუზა აქვს აღებული, რაც დამაზიანებელია ქართულ-გერმანული ურთიერთობებისთვის
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი მედიასთან გამოეხმაურა გერმანული მხარის მიერ გერმანიაში საქართველოს ელჩის ალექსანდრე კარტოზიას დანიშვნის გ...































