საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა Dealroom-ის გლობალურ რუკაზე დაემატა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, ქვეყნის ტექნოლოგიურ და ინოვაციურ განვითარებაში ახალი ეტაპი იწყება - საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა Dealroom-ის გლობალურ რუკაზე დაემატა.
Dealroom წარმოადგენს წამყვან გლობალურ პლატფორმას და მსოფლიო სტარტაპ ეკოსისტემების ციფრულ რუკას, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს დეტალურ ინფორმაციას სტარტაპებზე, ინვესტორებზე, უნივერსიტეტებზე, მსხვილ კომპანიებსა და ინოვაციურ ინსტიტუციებზე.
პლატფორმა აქტიურად გამოიყენება ეკოსისტემების წარმოჩენისა და ვიზუალიზაციისთვის, სტარტაპებისა და მასშტაბირებადი კომპანიების მონაცემთა ეფექტური მართვისთვის, საერთაშორისო ინვესტორებისა და ვენჩურული ფონდების იდენტიფიცირებისთვის, ბაზრის უახლესი ტენდენციების დეტალური ანალიზისა და ქვეყნის ტექნოლოგიური პოტენციალის საერთაშორისო ხილვადობის გასაზრდელად.
აღნიშნული პარტნიორობა საქართველოს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, შექმნას სტარტაპ ეკოსისტემის ერთიანი, გამჭვირვალე და სტრუქტურირებული მონაცემთა ბაზა, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა საჭირო ინფორმაცია.
ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად გაზრდის ქართული სტარტაპების საერთაშორისო ცნობადობას, გაამარტივებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პროცესს და დაეხმარება როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში. შედეგად, კიდევ უფრო გამყარდება საქართველოს პოზიციონირება გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე.
საქართველოს ინტეგრაცია Dealroom-ის გლობალურ პლატფორმაზე არის სტრატეგიული ნაბიჯი, რომელიც ადგილობრივ ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემას მსოფლიო კაპიტალთან და გლობალურ ბაზრებთან დააკავშირებს.
1780384341
ახალი ამბებიკახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცე...
1780382598
მსოფლიო„სამწუხარო რეკორდი“ - გერმანიაში სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს
გერმანიაში სიღარიბის მაჩვენებელმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, ნათქვამია Paritätische Wohlfahrtsverband-ის (კეთილდღეობის თანასწორობის ასოციაციის) ახალ ანგარიშში. სიღარიბის შესახებ ანგარიშის თანახმად...
1780381377
ახალი ამბებიკულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, პოლონეთის ფრიდერიკ შოპენის სახელობის ბალტიის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტი პირველად გაიმართა
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, პოლონეთის ფრიდერიკ შოპენის სახელობის ბალტიის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტი პირველად გაიმართა. ინფორმაციას კ...
1780380867
ახალი ამბებიბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარში საჯარო სკოლებთან არსებული ინკლუზიური განათლების ცენტრების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარში საჯარო სკოლებთან არსებული ინკლუზიური განათლების ცენტრების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ინფორმაციას აჭარის განათლებ...
1780377898
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: გერმანიის ხელისუფლება ჩამოუყალიბებელ მდგომარეობაშია, ვერ გარკვეულა, რა უნდა გააკეთოს და ეს უხერხული პაუზა აქვს აღებული, რაც დამაზიანებელია ქართულ-გერმანული ურთიერთობებისთვის
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი მედიასთან გამოეხმაურა გერმანული მხარის მიერ გერმანიაში საქართველოს ელჩის ალექსანდრე კარტოზიას დანიშვნის გ...































