პროკურატურამ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე ზვიად კუპრავას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 სექტემბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, სოციალურ ქსელ „facebook”-ში გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომლითაც საქვეყნოდ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება გააკეთა და 4 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, განსახორციელებელ კონკრეტულ ძალადობრივ ქმედებებზე ისაუბრა.
ასევე, ბრალდებულმა 1 ოქტომბერს მოსამართლის განჩინების საფუძველზე მისი დაკავებისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ძალადობით წინააღმდეგობა გაუწია.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 317-ე მუხლით (სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1759436274
ახალი ამბებიკახა კალაძე: არავის ვესხმით თავს, გვიწევს საკუთარი ქვეყნის დაცვა, დიდი ბოდიში, ვის აქვს უფლება, თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართულ სახელმწიფოს, რომელიც არის დამოუკიდებელი?
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი, დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი არასდროს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქართველი ხალხის...
1759435553
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ვხედავთ ოპოზიციის სასოწარკვეთილ ისტერიას, დღეს ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული საინფორმაციო შტურმი, რომელიც არ არის შემთხვევითი, არის ჰიბრიდული საინფორმაციო ბრძოლის ტიპური ინსტრუმენტი
ვხედავთ ოპოზიციის სასოწარკვეთილ ისტერიას. დღეს ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული საინფორმაციო შტურმი, რომელიც არ არის შემთხვევითი, არის ჰიბრიდული საინფორმაციო ბრძოლის ტიპური ინსტრუმენტი, - განაცხადა გადაცემ...
1759433271
ახალი ამბებიკახა კალაძე: მართო მილიონნახევრიანი ქალაქი, არ არის მარტივი, თუმცა, ქართველი ხალხის მხარდაჭერამ მომცა მოტივაცია, რომ მესამედ მიმეღო არჩევნებში მონაწილეობა
„ჩვენი ძალა მდგომარეობს იმაში, რომ მოსახლეობასთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს, ვესაუბრებით სამომავლო გეგმებზე, განსახორციელებელ პროექტებზე“, - ამის შესახებ კახა კალაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“...
1759432906
ახალი ამბებიკახა კალაძე: ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია, ღირსეული პასუხი გასცეს ყველა გამოწვევას და ქალაქში აქტუალურ პრობლემებს, არის „ქართული ოცნება“
ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია, ღირსეული პასუხი გასცეს ყველა გამოწვევას და უპასუხოს იმ პრობლემებს, რომლებიც აქტუალურია ქალაქში, არის „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ პარტია „ქართ...
1759430136
ახალი ამბებიმარიამ ლაშხმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმ...