საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, მელიქიშვილის გამზირზე და კოსტავას ქუჩის ნაწილზე ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ილუმინაციების სამონტაჟო სამუშაოების გამო, 20 ნოემბერს, 00:00-დან 03:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება მელიქიშვილის გამზირზე. 03:00 საათიდან 06:00-მდე კი საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება კოსტავას ქუჩაზე, კერძოდ, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთზე.
შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირიდან და ვარაზისხევიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. გარდა ამისა, კეკელიძის ქუჩიდან ჩამომსვლელი ნაკადი გადაადგილებას ვერ შეძლებს მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით.
რუსთაველის გამზირიდან მიმავალი ავტომობილები ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით შეძლებენ გადაადგილებას, ხოლო ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით მძღოლები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. ასევე, რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.
1763557059
ახალი ამბებიია მეტრეველი: „ბატონ ოქრუაშვილს“ ბუტას საქმეზე 7 წელი მიუსაჯეს, იმედს ვიტოვებ, სასამართლოს შემდგომი ინსტანცია მაინც გაამტყუნებს გარეწარ ადეიშვილს - მოვუწოდებ პროკურატურას გაითვალისწინონ ჩემი თხოვნა და აღასრულონ ბოლომდე სამართალი
სჯობს გვიან ვიდრე არასდროს! „ბატონ ოქრუაშვილს“ ბუტას საქმეზე, 7 წელი მიუსაჯეს. თუმცა ვწუხვარ, ადეიშვილი რატომღაც გაამართლეს, - ასე ეხმიანება 2004 წლის 23 ნოემბერს მოკლული ამირან (ბუტა) რობაქიძის დედა,...
1763555604
ახალი ამბებიშს მინისტრის მოადგილის განცხადებით, ავარიების შედეგად მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით 6041 ადამიანია დაშავებული, 345 ადამიანი კი დაღუპული
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. კანონპროექტი, ერთი მხრივ, საგზაო მოძრაო...
1763554328
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: სამწუხაროდ, 14-დან 18 წლამდე დამნაშავე არასრულწლოვანთა რიცხოვნობა არის გაზრდილი, ჩვენ ვიღებთ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ პრაქტიკას და გერმანიაში ახლა მოქმედი კანონმდებლობის ზუსტი ანალოგია
„სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ იზრუნოს მომავალ თაობაზე, მათ შორის, იმ ბავშვებზე, რომლებიც ჩადიან დანაშაულებს. ახლაც, სახელმწიფოს აქვს ზრუნვის ვალდებულება და არსებობს შესაბამისი სამსახური საქართველოს ჯ...
1763554013
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, საქართველო და სომხეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას განაგრძობენ
„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვმასპინძლობ ოფიციალური ვიზიტით მყოფ, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს ეს ჩვენი მეორე შეხვედრაა....
1763553165
ახალი ამბებიპროკურატურა გიგა ავალიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შედეგად მისი სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურა გიგა ავალიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შედეგად მისი სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას...




























