ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა მიუსაჯა
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. ირაკლი ოქრუაშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ამნისტია შეეხო მუხლს და, საბოლოოდ, სასჯელის ზომად 5 წელი და 3 თვე განესაზღვრა. გამართლდა ზურაბ ადეიშვილი, რასაც პროკურატურა შემდეგ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
ადეიშვილს და ოქრუაშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე.
„ირაკლი ოქრიაშვილის ბრალდება დადასტურდა სრულად. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2004 წლის 23 ნოემბერს სწორედ იმჟამინდელმა შს მინისტრმა გასცა დავალება, რომ შსს-ს მაღალჩინოსნებს გაეყალბებინათ სისხლის სამართლის საქმე, იარაღები ჩაედოთ უდანაშაულო ადამიანებისთვის და ბუტა რობაქიძე და მისი 5 მეგობარი გამოეცხადებინათ, როგორც შეიარაღებული ჯგუფი, რომლებიც თავს დაესხა პოლიციას და, გაწეული წინააღმდეგობის შედეგად, მოხდა ბუტა რობაქიძის ლიკვიდაცია.
ჩვენ უკვე საკმარისი მტკიცებულებებით დავადასტურეთ, რომ ფაქტები იყო სრულად გაყალბებული. ბრალდება ჰქონდა წარდგენილი იმჟამინდელ გენერალურ პროკურორს, რომელსაც ბრალდების მხარე ედავებოდა იმას, რომ ფალსიფიცირებული გამოძიება არ წარმართა სამართლებრივად სწორად. მეორე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა სრულად. სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებები იყო წარმოდგენილი“, - აცხადებს პროკურორი ლაშა კოტრიკაძე.
1763555604
ახალი ამბებიშს მინისტრის მოადგილის განცხადებით, ავარიების შედეგად მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით 6041 ადამიანია დაშავებული, 345 ადამიანი კი დაღუპული
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. კანონპროექტი, ერთი მხრივ, საგზაო მოძრაო...
1763554328
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: სამწუხაროდ, 14-დან 18 წლამდე დამნაშავე არასრულწლოვანთა რიცხოვნობა არის გაზრდილი, ჩვენ ვიღებთ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ პრაქტიკას და გერმანიაში ახლა მოქმედი კანონმდებლობის ზუსტი ანალოგია
„სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ იზრუნოს მომავალ თაობაზე, მათ შორის, იმ ბავშვებზე, რომლებიც ჩადიან დანაშაულებს. ახლაც, სახელმწიფოს აქვს ზრუნვის ვალდებულება და არსებობს შესაბამისი სამსახური საქართველოს ჯ...
1763554013
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, საქართველო და სომხეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას განაგრძობენ
„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვმასპინძლობ ოფიციალური ვიზიტით მყოფ, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს ეს ჩვენი მეორე შეხვედრაა....
1763553165
ახალი ამბებიპროკურატურა გიგა ავალიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შედეგად მისი სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურა გიგა ავალიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შედეგად მისი სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას...
1763552611
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: საქართველო კვლავ მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ დადებითი შედეგების მომტანი შეიძლება იყოს
„მსურს, ხაზი გავუსვა, რომ მდგრადი მშვიდობისა და სტაბილური გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია 8 აგვისტოს ვაშინგტონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული სამშვიდო...




























