ია მეტრეველი: „ბატონ ოქრუაშვილს“ ბუტას საქმეზე 7 წელი მიუსაჯეს, იმედს ვიტოვებ, სასამართლოს შემდგომი ინსტანცია მაინც გაამტყუნებს გარეწარ ადეიშვილს - მოვუწოდებ პროკურატურას გაითვალისწინონ ჩემი თხოვნა და აღასრულონ ბოლომდე სამართალი
სჯობს გვიან ვიდრე არასდროს! „ბატონ ოქრუაშვილს“ ბუტას საქმეზე, 7 წელი მიუსაჯეს. თუმცა ვწუხვარ, ადეიშვილი რატომღაც გაამართლეს, - ასე ეხმიანება 2004 წლის 23 ნოემბერს მოკლული ამირან (ბუტა) რობაქიძის დედა, ია მეტრეველი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოცხადებულ განაჩენს.
მეტრეველის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებებს სწორედ ზურაბ ადეიშვილი ასრულებინებდა ყველას, ამიტომ, იმედოვნებს, რომ მას შემდგომი ინსტანციის სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს. მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ „ყველა უბედურების რეჟისორს“, გურამ დონაძესაც დაეკისრება პასუხისმგებლობა.
„სჯობს გვიან ვიდრე არასდროს! “ბატონ ოქრუაშვილს“ ბუტას საქმეზე, 7 წელი მიუსაჯეს. თუმცა ვწუხვარ, ადეიშვილი რატომღაც გაამართლეს. ადეიშვილის ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ ყველა დანარჩენი სტრუქტურები. მიშა რა ბრძანებასაც გასცემდა, ადეიშვილი ასრულებინებდა ყველას. იმედს ვიტოვებ, სასამართლოს შემდგომი ინსტანცია მაინც გაამტყუნებს გარეწარ ადეიშვილს.
ასევე, ვაჟბატონი დონაძე, ყველა უბედურების „რეჟისორიც“ იქნება მიხედული, კიდევ გაბედა და „აკაცუკების“ აქციებზე გამოჩნდა. ეგონა იმარჯვებდნენ.
მოვუწოდებ პროკურატურას გაითვალისწინონ ჩემი სამართლიანი თხოვნა და აღასრულონ ბოლომდე სამართალი“, - წერს ია მეტრეველი სოციალურ ქსელში.
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. ირაკლი ოქრუაშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა, მუხლს ამნისტია შეეხო და საბოლოოდ, სასჯელის ზომად 5 წელი და 3 თვე განესაზღვრა.
გამართლდა ზურაბ ადეიშვილი, რასაც ბრალდების მხარე შემდეგ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
1763554328
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: სამწუხაროდ, 14-დან 18 წლამდე დამნაშავე არასრულწლოვანთა რიცხოვნობა არის გაზრდილი, ჩვენ ვიღებთ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ პრაქტიკას და გერმანიაში ახლა მოქმედი კანონმდებლობის ზუსტი ანალოგია
„სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ იზრუნოს მომავალ თაობაზე, მათ შორის, იმ ბავშვებზე, რომლებიც ჩადიან დანაშაულებს. ახლაც, სახელმწიფოს აქვს ზრუნვის ვალდებულება და არსებობს შესაბამისი სამსახური საქართველოს ჯ...
1763554013
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, საქართველო და სომხეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას განაგრძობენ
„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვმასპინძლობ ოფიციალური ვიზიტით მყოფ, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს ეს ჩვენი მეორე შეხვედრაა....
1763553165
ახალი ამბებიპროკურატურა გიგა ავალიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შედეგად მისი სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურა გიგა ავალიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შედეგად მისი სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას...
1763552611
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: საქართველო კვლავ მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ დადებითი შედეგების მომტანი შეიძლება იყოს
„მსურს, ხაზი გავუსვა, რომ მდგრადი მშვიდობისა და სტაბილური გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია 8 აგვისტოს ვაშინგტონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული სამშვიდო...
1763551512
ახალი ამბებიბაჩო ოდიშარია: საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ნაც-ლიბერალური სექტის შეტევა არის ლოგიკური მოცემულობა, მათთვის არა ნაკრების, არამედ იმ ინდივიდების გულშემატკივრობაა მნიშვნელოვანი, რომლებიც მათთვის მისაღებ პოლიტიკურ პოზიციებს აფიქსირებენ
„საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ნაც-ლიბერალური სექტის შეტევაც არის სრულად ლოგიკური მოცემულობა. მათთვის არა ნაკრების, როგორც ქვეყნის კოლექტიური სახის, არამედ იმ ინდივიდების გულშემატკივრობაა მნიშვნელოვ...





























