საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოში დემოგრაფიული პოლიტიკის გაძლიერებასა და გაუმჯობესებაზე იმსჯელეს
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის ინიციატივითა და ჩართულობით, ბათუმში, დისკუსია თემაზე „დემოგრაფიული პოლიტიკა საქართველოში“ გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოში არსებულ დემოგრაფიულ გამოწვევებზე, შობადობის წახალისების საჭირო ღონისძიებებსა და იმ პოლიტიკურ ნაბიჯებზე იმსჯელეს, რომელიც მიმდინარე დემოგრაფიული ვითარების გათვალისწინებით, საკანონმდებლო ცვლილებასა და დამატებით შეფასებას საჭიროებს.
სამუშაო შეხვედრისას, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ საქართველოში დემოგრაფიულ პოლიტიკაზე და ამ კუთხით არსებულ კანონმდებლობაზე ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებმა დემოგრაფიული პოლიტიკის ფარგლებში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძისგან მოისმინეს.
შეხვედრისას, პროგრამის „უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა“ მიმდინარეობაზე, შედეგებსა და გამოწვევებზე პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა მიმოიხილა პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.
შეხვედრისას ასევე იმსჯელეს ბავშვიანი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
დისკუსიის შედეგად რეკომენდაციათა პაკეტი შემუშავდა, რომელიც შესაბამის უწყებებს დემოგრაფიული პოლიტიკის გაძლიერებასა და გაუმჯობესებაში დაეხმარება.
1763558534
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7073 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7078 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1763557305
ახალი ამბებიბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა მიუსაჯა
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. ირაკლი ოქრუაშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ამნისტია შეეხო მუხლს და, საბოლოოდ, სასჯელის ზომად 5 წელი და 3 თვე გან...
1763557059
ახალი ამბებიია მეტრეველი: „ბატონ ოქრუაშვილს“ ბუტას საქმეზე 7 წელი მიუსაჯეს, იმედს ვიტოვებ, სასამართლოს შემდგომი ინსტანცია მაინც გაამტყუნებს გარეწარ ადეიშვილს - მოვუწოდებ პროკურატურას გაითვალისწინონ ჩემი თხოვნა და აღასრულონ ბოლომდე სამართალი
სჯობს გვიან ვიდრე არასდროს! „ბატონ ოქრუაშვილს“ ბუტას საქმეზე, 7 წელი მიუსაჯეს. თუმცა ვწუხვარ, ადეიშვილი რატომღაც გაამართლეს, - ასე ეხმიანება 2004 წლის 23 ნოემბერს მოკლული ამირან (ბუტა) რობაქიძის დედა,...
1763555604
ახალი ამბებიშს მინისტრის მოადგილის განცხადებით, ავარიების შედეგად მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით 6041 ადამიანია დაშავებული, 345 ადამიანი კი დაღუპული
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. კანონპროექტი, ერთი მხრივ, საგზაო მოძრაო...
1763554328
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: სამწუხაროდ, 14-დან 18 წლამდე დამნაშავე არასრულწლოვანთა რიცხოვნობა არის გაზრდილი, ჩვენ ვიღებთ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ პრაქტიკას და გერმანიაში ახლა მოქმედი კანონმდებლობის ზუსტი ანალოგია
„სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ იზრუნოს მომავალ თაობაზე, მათ შორის, იმ ბავშვებზე, რომლებიც ჩადიან დანაშაულებს. ახლაც, სახელმწიფოს აქვს ზრუნვის ვალდებულება და არსებობს შესაბამისი სამსახური საქართველოს ჯ...




























