დავით სონღულაშვილი სომხეთის ეკონომიკის მინისტრ გევორგ პაპოიანს და სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სომხეთის ეკონომიკის მინისტრ გევორგ პაპოიანს და სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის  და პრეზიდენტის ვაჰაგნ ხაჩატურიანის საქართველოში ვიზიტები, ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებს, რაც მრავალმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობებს ქმნის.

საუბარი შეეხო სურსათის უვნებლობის, ასევე, დარგობრივი, მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობის და  სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების საკითხებს.

შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ზურაბ ეზუგბაია,  სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არმან ხოჯოიანი, საქართველოში სომხეთის საელჩოს წარმომადგენელი დავით ტერ მკრტჩიანი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი  და სამთავრობო დელეგაციის წევრები იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის შემადგენლობაში შემავალი მინისტრები შეხვედრებს შესაბამის უწყებებში კოლეგა მინისტრებთან მართავენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763557305

ახალი ამბები

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა მიუსაჯა

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. ირაკლი ოქრუაშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ამნისტია შეეხო მუხლს და, საბოლოოდ, სასჯელის ზომად 5 წელი და 3 თვე გან...

პოლიტიკოსები

1763557059

ახალი ამბები

ია მეტრეველი: „ბატონ ოქრუაშვილს“ ბუტას საქმეზე 7 წელი მიუსაჯეს, იმედს ვიტოვებ, სასამართლოს შემდგომი ინსტანცია მაინც გაამტყუნებს გარეწარ ადეიშვილს - მოვუწოდებ პროკურატურას გაითვალისწინონ ჩემი თხოვნა და აღასრულონ ბოლომდე სამართალი

სჯობს გვიან ვიდრე არასდროს! „ბატონ ოქრუაშვილს“ ბუტას საქმეზე, 7 წელი მიუსაჯეს. თუმცა ვწუხვარ, ადეიშვილი რატომღაც გაამართლეს, - ასე ეხმიანება 2004 წლის 23 ნოემბერს მოკლული ამირან (ბუტა) რობაქიძის დედა,...

ია მეტრეველი

1763555604

ახალი ამბები

შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, ავარიების შედეგად მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით 6041 ადამიანია დაშავებული, 345 ადამიანი კი დაღუპული

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. კანონპროექტი, ერთი მხრივ, საგზაო მოძრაო...

ავარიაავარია

1763554328

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: სამწუხაროდ, 14-დან 18 წლამდე დამნაშავე არასრულწლოვანთა რიცხოვნობა არის გაზრდილი, ჩვენ ვიღებთ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ პრაქტიკას და გერმანიაში ახლა მოქმედი კანონმდებლობის ზუსტი ანალოგია

„სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ იზრუნოს მომავალ თაობაზე, მათ შორის, იმ ბავშვებზე, რომლებიც ჩადიან დანაშაულებს. ახლაც, სახელმწიფოს აქვს ზრუნვის ვალდებულება და არსებობს შესაბამისი სამსახური საქართველოს ჯ...

არჩილ გორდულაძე

1763554013

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, საქართველო და სომხეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას განაგრძობენ

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვმასპინძლობ ოფიციალური ვიზიტით მყოფ, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს ეს ჩვენი მეორე შეხვედრაა....

მიხეილ ყაველაშვილი