საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2025 წლის 31 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების მიერ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგი განხორციელდა როგორც თვისებრივი და სოციოლოგიური, ასევე რაოდენობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით.

ანგარიშის მიხედვით, დამუშავდა 103 ინფორმაცია. ყოველდღიურად გავრცელებულ ინფორმაციაზე დაკვირვების და ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნულ საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა დეზინფორმაციული და მანიპულაციური ნარატივების გავრცელება, დაინტერესებული მხარეების მხრიდან გამოიკვეთა საარჩევნო ადმინისტრაციისა და 2024-2025 წლების საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობა. ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები საზოგადოების შეცდომაში
შეყვანის მიზნით ავრცელებდნენ დეზინფორმაციულ, მანიპულაციურ დაუსაბუთებელ ინფორმაციას სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის, ტელევიზიების, ონლაინ სააგენტოებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაციული ნარატივები ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგებოდა რეალობას და იყო სრულად უსაფუძვლო, ან რიგ შემთხვევებში მანიპულირებული.

საინფორმაციო სივრცეზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ დაინტერესებული პირები კამპანიურად, იდენტური, დეზინფორმაციული და მანიპულაციური ნარატივების გავრცელებით ცდილობდნენ საარჩევნო პროცესის, ცესკოსა და მისი ხელმძღვანელების დისკრედიტაციას. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დეზინფორმაციის გავრცელება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა და აუცილებელია მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება საზოგადოების ინფორმირების მიზნით.

შესაბამისად, ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილება საინფორმაციო სივრცის მონიტორინგს ახორციელებს როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში, რათა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გამოვლენის შემთხვევაში, განხორციელდეს დროული და შესაბამისი რეაგირება, საზოგადოებას კი მიეწოდოს გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაცია.

ანგარიში იხილეთ ბმულზე.
 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771499312

ახალი ამბები

პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი: პრობლემა, რომელიც არსებობს ჩვენს შემთხვევაში, ეს არის საცალო სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობა - იმდენად უსამართლო პირობები აქვთ დაწესებული, რომ რაიმე განვითარებაზე, წინსვლაზე კი არა, თავის გადარჩენაზეა საუბარი

„პრობლემა, რომელიც არსებობს მწარმოებლების შემთხვევაში ეს არის ე.წ რითეილებთან ურთიერთობა - საცალო სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობის პრობლემა“, - ამის შესახებ პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო საწარმოს დამფუძ...

ალექსანდრე რატიშვილი

1771498969

ახალი ამბები

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის...

 მოძრაობა აკრძალულია

1771498203

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ევრობიუროკრატებს გამჭვირვალობა არ აწყობთ, ყველანაირი ტყუილი მოიფიქრეს იმისთვის, რომ გაეშავებინათ გამჭვირვალობის კანონი, იკადრეს, რომ „რუსული“ იარლიყი მიეწებებინათ

„ევრობიუროკრატებისთვის მდიდარი „ენჯოები“ უბრალოდ ინსტრუმენტი არიან იმისთვის, რომ ქვეყანაში რაღაც პროცესებზე იქონიონ გავლენა და ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური აზრის ფორმირებაზე...

ლევან მაჭავარიანი

1771496813

ახალი ამბები

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმ...

პროკურატურაპროკურატურა

1771495360

ახალი ამბები

ვახტანგ ცინცაძე: ექსპორტის ზრდა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იზრდება საქართველოში წარმოებული ადგილობრივი პროდუქციის მოცულობა და კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზრებზე

2026 წლის იანვარში ექსპორტის მოცულობა 19%-ით გაიზარდა და 480 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელს, ის 68%-ით, 313 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ეკონომიკისა და მდგრადი გ...

ვახტანგ ცინცაძე