ნიკოლოზ სამხარაძე: ბოლო 35 წლის განმავლობაში რუსეთთან სამი სხვადასხვა ომი გვქონდა, არ მოვითმენთ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის შესახებ უსაფუძვლო ბრალდებებს, მათ შორის არც ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისგან
არ მოვითმენთ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის შესახებ უსაფუძვლო ბრალდებებს, მათ შორის არც ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისგან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
სამხარაძის თქმით, ბოლო 35 წლის განმავლობაში საქართველოს რუსეთთან სამი სხვადასხვა ომი ჰქონდა.
„უახლოეს წარსულში ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ რამდენიმე საქმე მოვიგეთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ასევე, ცოტა ხნის წინ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სახელით, რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამო. ვფიქრობ, საღი აზრია, რომ თუ ქვეყანა ახლო ურთიერთობაშია მეორე ქვეყანასთან, მას საერთაშორისო სასამართლოებში არ უჩივის. შესაბამისად, არ მოვითმენთ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის შესახებ უსაფუძვლო ბრალდებებს, მათ შორის არც ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისგან“, - აღნიშნა მან.
ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მიმართ რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ გაჟღერებულ უსაფუძვლო ბრალდებებს უპასუხა.
„თქვენ ახსენეთ, რომ საქართველო რუსეთთან არის დაახლოებული. მსურს, შეგახსენოთ, რომ საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა ამ დარბაზში, რომელსაც ბოლო 18 წელია, რუსეთთან არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები, ასევე, 2008 წლის შემდეგ არ გვქონია ორმხრივი პოლიტიკური შეხვედრები. ჩვენ რუსებს მხოლოდ ჟენევაში ვხვდებით, ეუთოს, ევროკავშირისა და აშშ-ის თანდასწრებით, რომ განვიხილოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც მათ ვხვდებით“, - განაცხადა მან.
1771502494
ახალი ამბებისაარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2025 წლის 31 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ცესკოს სტრატეგიული...
1771501816
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი ისრაელის ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორ...
1771500707
ახალი ამბებიალექსანდრე რატიშვილი: გადახდის ვადები არის ერთი თვიდან 45 დღემდე და ეს განსაკუთრებით მტკივნეულია პურ-ფუნთუშეულის, რძის პროდუქტებისთვის, რომლებიც მაქსიმუმ 2 დღეში იყიდება, თანხას კი, რომელიც მათთან უკვე შესულია, გვიხდიან 45 დღის შემდეგ
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო საწარმოს დამფუძნებელმა, ალექსან...
1771499312
ახალი ამბებიპურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი: პრობლემა, რომელიც არსებობს ჩვენს შემთხვევაში, ეს არის საცალო სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობა - იმდენად უსამართლო პირობები აქვთ დაწესებული, რომ რაიმე განვითარებაზე, წინსვლაზე კი არა, თავის გადარჩენაზეა საუბარი
„პრობლემა, რომელიც არსებობს მწარმოებლების შემთხვევაში ეს არის ე.წ რითეილებთან ურთიერთობა - საცალო სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობის პრობლემა“, - ამის შესახებ პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო საწარმოს დამფუძ...
1771498969
ახალი ამბებინაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის...































