იმერეთში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა - დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული 100 კილოგრამზე მეტი ფრინველის ხორცი
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ზესტაფონსა და საჩხერეში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ინდმეწარმეები თ. გ. (მის: სოფ. ცხრაწყარო, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი) და ი. ზ. (მის: სოფ. ჭალა, საჩხერის მუნიციპალიტეტი) სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდნენ ფრინველს.
ორივე ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები; ი. ზ.-ს არალეგალურ სასაკლაოზე დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული 100 კილოგრამზე მეტი ფრინველის ხორცი.
ინდმეწარმეები დაჯარიმდნენ და, შეუსაბამობების გამოსწორებამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს. შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მყისიერად მიეწოდება.
1771501816
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი ისრაელის ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორ...
1771500707
ახალი ამბებიალექსანდრე რატიშვილი: გადახდის ვადები არის ერთი თვიდან 45 დღემდე და ეს განსაკუთრებით მტკივნეულია პურ-ფუნთუშეულის, რძის პროდუქტებისთვის, რომლებიც მაქსიმუმ 2 დღეში იყიდება, თანხას კი, რომელიც მათთან უკვე შესულია, გვიხდიან 45 დღის შემდეგ
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო საწარმოს დამფუძნებელმა, ალექსან...
1771499312
ახალი ამბებიპურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი: პრობლემა, რომელიც არსებობს ჩვენს შემთხვევაში, ეს არის საცალო სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობა - იმდენად უსამართლო პირობები აქვთ დაწესებული, რომ რაიმე განვითარებაზე, წინსვლაზე კი არა, თავის გადარჩენაზეა საუბარი
„პრობლემა, რომელიც არსებობს მწარმოებლების შემთხვევაში ეს არის ე.წ რითეილებთან ურთიერთობა - საცალო სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობის პრობლემა“, - ამის შესახებ პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო საწარმოს დამფუძ...
1771498969
ახალი ამბებინაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის...
1771498203
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ევრობიუროკრატებს გამჭვირვალობა არ აწყობთ, ყველანაირი ტყუილი მოიფიქრეს იმისთვის, რომ გაეშავებინათ გამჭვირვალობის კანონი, იკადრეს, რომ „რუსული“ იარლიყი მიეწებებინათ
„ევრობიუროკრატებისთვის მდიდარი „ენჯოები“ უბრალოდ ინსტრუმენტი არიან იმისთვის, რომ ქვეყანაში რაღაც პროცესებზე იქონიონ გავლენა და ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური აზრის ფორმირებაზე...































