თამარ ჩიბურდანიძე: დემოგრაფიული პოლიტიკა პირდაპირ კავშირშია ეროვნული ცნობიერების დაქვეითებასთან

„თუ შობადობა არ იქნება მაღალი და არ იქნება ბუნებრივი მატება, საქართველოში ქართული მოსახლეობა იქნება მილევადი და ჩვენ შევალთ მომაკვდავი ერების სიაში, ანუ განადგურდება ქართული გენოფონდი,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.

მისი თქმით, ეკონომიკური სიდუხჭირე ვერ ჩაითვლება დემოგრაფიის მიზეზად, რადგან მსოფლიოს უძლიერეს ქვეყნებში, სადაც ეკონომიკა განვითარებულია, დემოგრაფიული
პრობლემა იმაზე მაღალია, ვიდრე დღეს საქართველოში.

„ეროვნული ცნობიერების დაქვეითება მთავარია დემოგრაფიული პრობლემების გამოწვევაში. როდესაც საუბარია, რომ სოციალური მდგომარეობის გამო მოსახლეობის გარკვეულ ნაწილი მიდის ემიგრაციაში, ფინანსური სიდუხჭირის გამო არ იქმნება ოჯახები, შვილებას არ აჩენენ იმიტომ რომ, არ აქვთ საშუალება, ჩვენ გვესმის ხალხის, მაგრამ დემოგრაფები სხვაგვარად ვუყურებთ ამ პრობლემებს.
უძლიერესი ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც ეკონომიკურად ძლიერები არიან - გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ჩვენზე კიდევ უფრო მძიმე დემოგრაფიული პრობლემების წინაშე დგანან. იაპონია დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესების კუთხით პირველ ადგილზეა, თუ არ ჩავთვლით ახლა უკრაინას, სადაც საომარი მდგომარეობაა და გასაგებია მიზეზი. იაპონია ერის დაბერების და ახალგაზრდების გადინების პრობლემის წინაშე დგას და ეს მაშინ როცა უმაღლეს დონეზე განვითარებული ქვეყანაა.

დემოგრაფიული პოლიტიკა პირდაპირ კავშირშია ეროვნული ცნობიერების დაქვეითებასთან. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ოჯახურ ღირებულებებზე და ოჯახურ კულტურაზე უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს ჩვენთან ახალგაზრდები გვიან შედიან ქორწინებაში ისე, როგორც დასავლეთსა და ევროპაში და ის, ვინც შედის ქორწინებაში სამწუხაროდ, არ უფრთხილდება ოჯახურ ღირებულებებს.

დემოგრაფიული უსაფრთხოების მთავარი კომპონენტი შობადობაა, რომელიც სამწუხაროდ, არ გვაქვს მაღალი და გარდაცვალება ჭარბობს შობადობას. შობადობა თუ არ გავზარდეთ, სახელმწიფოს მოსახლეობა გააგრძელებს კლებას. გაერომ პირდაპირ გვითხრა, რომ ქვეყანაში მოსახლეობა იკლებს ქართული ეთნოსის ხარჯზე. თუ შობადობა არ იქნება მაღალი და არ იქნება ბუნებრივი მატება, საქართველოში ქართული მოსახლეობა იქნება მილევადი და ჩვენ შევალთ მომაკვდავი ერების სიაში, ანუ განადგურდება ქართული გენოფონდი,“ - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771503440

ახალი ამბები

იმერეთში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა - დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული 100 კილოგრამზე მეტი ფრინველის ხორცი

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ზესტაფონსა და საჩხერეში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჩატარებული არაგეგმური ი...

100 კილოგრამზე მეტი ფრინველის ხორცი

1771502494

ახალი ამბები

საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2025 წლის 31 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ცესკოს სტრატეგიული...

საარჩევნო ადმინისტრაცია ცესკო

1771501816

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი ისრაელის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორ...

გიორგი ვოლსკი ისრაელის ელჩს შეხვდა

1771500707

ახალი ამბები

ალექსანდრე რატიშვილი: გადახდის ვადები არის ერთი თვიდან 45 დღემდე და ეს განსაკუთრებით მტკივნეულია პურ-ფუნთუშეულის, რძის პროდუქტებისთვის, რომლებიც მაქსიმუმ 2 დღეში იყიდება, თანხას კი, რომელიც მათთან უკვე შესულია, გვიხდიან 45 დღის შემდეგ

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო საწარმოს დამფუძნებელმა, ალექსან...

ალექსანდრე რატიშვილი

1771499312

ახალი ამბები

პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი: პრობლემა, რომელიც არსებობს ჩვენს შემთხვევაში, ეს არის საცალო სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობა - იმდენად უსამართლო პირობები აქვთ დაწესებული, რომ რაიმე განვითარებაზე, წინსვლაზე კი არა, თავის გადარჩენაზეა საუბარი

„პრობლემა, რომელიც არსებობს მწარმოებლების შემთხვევაში ეს არის ე.წ რითეილებთან ურთიერთობა - საცალო სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობის პრობლემა“, - ამის შესახებ პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო საწარმოს დამფუძ...

ალექსანდრე რატიშვილი