ბოჭორიშვილი: იმდენად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩასარევად, რომ ყველანაირი ჩარჩო დაიკარგა, ყველაფერი გამოიყენეს თავზე მოგახვიონ ის წესები, რაც ვიღაცის თავში მოვიდა რომელიღაც კაბინეტში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საერთაშორისო ორგანიზაციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი პოლიტიკურ ინსტრუმენტებად გამოიყენება.
მაგალითისათვის მაკა ბოჭორიშვილმა, მათ შორის, ვენეციის კომისია დაასახელა.
„ჩვენ როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ამას უწოდებენ თავდასხმას, რომ ჩვენ თავს ვესხმით ყველას. ჩვენ არავის ვესხმით, უბრალოდ ცოტა ადრე დავიწყეთ ალბათ იმ ნაკლოვანებებზე საუბარი იმიტომ, რომ საკუთარ თავზე გამოვცადეთ ეს ნაკლოვანებები, რაც შევნიშნეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში. ჩვენ ვთქვით, რომ ვენეციის კომისია იქცა პოლიტიკურ ინსტრუმენტად და პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ნაცვლად სამართლებრივი რეკომენდაციებისა კანონებთან დაკავშირებით. ჩვენ ხომ წავიკითხეთ, ჩვენს საკუთარ თავზე გამოვცადეთ, რომ კანონზე ექსპერტიზა გადაიზარდა იმაში, რომ ეს ხელისუფლება არ ვარგა და მოდით გამოვცვალოთ. შესაძლოა უხეშად ვამბობ, მაგრამ, დაახლოებით შინაარსი ასეთი იყო. იქ ჩვენ ვნახეთ, რომ არანაირი სამართლებრივი ექსპერტიზა აღარ კეთდებოდა კანონებთან დაკავშირებით და ყველაფერი იქცა პოლიტიკურ ინსტრუმენტად. ვნახეთ ევროპის საბჭოში, საპარლამენტო ასამბლეაში როგორ განვითარდა მოვლენები. როგორ ხდება ევროპის საბჭოს ინსტიტუტების გამოყენება. აგერ ეუთო ვნახეთ, როგორ არის მცდელობა. სხვათა შორის, ეუთო-ს მინისტერიალი როდესაც იყო დეკემბერში ვენაში, მაშინ ვთქვი ძალიან ხაზგასმით, რომ ხდება ინსტიტუტების გამოყენება პოლიტიკურ ინსტრუმენტად იმისთვის, რომ ქვეყნის საშინაო საქმეებში მოხდეს ჩარევა“, - აღნიშნა მან.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებითვე, იმდენად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩასარევად, რომ ყველანაირი ჩარჩო დაიკარგა.
„ყველაფერი გამოიყენეს იმისთვის, რომ თავზე მოგახვიონ ის წესები, რა წესებიც ვიღაცის თავში მოვიდა რომელიღაც კაბინეტში. გავიხსენე ჩვენი ე.წ. „კრიზისი“ 2020 წელს არჩევნების შემდგომ, პოლიტიკური დიალოგი, რაღაც ხელოვნური პროცესი, რომელიც წამოიწყეს, შარლ მიშელის შეთანხმება, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა არცერთი პოლიტიკური ძალის ინტერესთან. არავის აინტერესებდა გენერალური პროკურორი როგორ იქნებოდა არჩეული, იმ დროს ვითომცდა „კრიზისი“ როდესაც გვქონდა ქვეყანაში, როგორ შემოგეყვანა პარლამენტში არჩეული პარლამენტის წევრები. ასეთ დონეზე დავიდა საერთაშორისო ორგანიზაციების როლი, რომ ასეთი ხელოვნური პროცესები შექმნან, მერე ვითომ დააწყნარონ და ა.შ.
აშშ რომ გლობალურად ძლიერი მოთამაშეა, ამაში ალბათ კითხვის ნიშანი არ არსებობს და რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი ძლიერი მოთამაშე აკეთებს სწორედ პრობლემაზე აქცენტს, ვიმედოვნოთ, რომ რაღაც შესაძლოა ცვლილებების დასაბამი იყოს გლობალურ სცენაზე“, - აღნიშნა მან.
1771440334
ახალი ამბებიიონათამიშვილი: გახარიას პარტიის 7-მა წევრმა შშმ პირთა უფლებების საწინააღმდეგოდ მისცა ხმა! თუ არ იცოდნენ, რომელი საკითხი იდგა კენჭისყრაზე და ისე უარყვეს, ეს ერთი უბედურებაა
„დღეს 84 ხმით 7-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მხარი დავუჭირეთ ცვლილებებს კანონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ. გახარიას პარტიის 7-მა წევრმა შშმ პირთა უფლებების საწინააღმდეგოდ...
1771437525
ახალი ამბებიმოციგურავე ლუკა ბერულავა: დღეს ძალიან ამაყი ვარ, საქართველოსთვის ვერცხლის მედლის მოპოვება ჩემთვის დიდი პატივია. მადლობა სახელმწიფოს ამ დიდი ფულადი ჯილდოსა და დაფასებისთვის, ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია
„დღეს ძალიან ამაყი ვარ, საქართველოსთვის ვერცხლის მედლის მოპოვება ჩემთვის დიდი პატივია. მადლობა სახელმწიფოს ამ დიდი ფულადი ჯილდოსთვის და დაფასებისთვის“, - განუცხადა „ქრონიკას“ მოციგურავე ლუკა ბერულავამ...
1771437415
ახალი ამბებილუკა ბერულავა: აფხაზეთიდან წამოსულმა ჩემმა ოჯახმა გულით მასწავლა ქვეყნის, მიწის, ხალხის სიყვარული, რასაც დღემდე სიამაყით ვატარებ. თუ დღეს ამ წარმატებას ვზეიმობ, ეს წინაპრების გზის გაგრძელებაა, ამ გზაზე ყველაზე დიდი ამაგი ბაბუას მიუძღვის
აფხაზეთიდან წამოსულმა ჩემმა ოჯახმა გულით მასწავლა ჩემი ქვეყნის, მიწის და ხალხის სიყვარული, რასაც დღემდე სიამაყით ვატარებ, - განუცხადა „ქრონიკას“ მოციგურავე ლუკა ბერულავამ. ლუკა ბერულავას თქმით, მის წა...
1771437175
ახალი ამბებისაკანონმდებლო ორგანომ „ფაქტორინგის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „ფაქტორინგის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებების პაკეტი პირველი მოსმენით, 85 ხმით მიიღო. კანონპროექტი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადდა. მისი მიზანია მ...
1771437065
ახალი ამბებისოზარ სუბარი: სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი, ან რეგიონული განვითარების სამინისტრო - ჩემი აზრით ამ ორიდან უმჯობესია გაუქმდეს სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი, რადგან ხელისუფლების ამ რგოლს კანონით, ფაქტობრივად, არანაირი უფლებამოსილება არა აქვს
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რეგიონული განვითარების მინისტრის მოსმენისას, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მ...































