საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მომზადებისა და გასაღების მცდელობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2005 წელს დაბადებული კ.ბ. და 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.გ. სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა კ.ბ.-ს პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“. ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მეთადონია“ ამოღებული მ.გ.-ს ავტომობილის ჩხრეკის შედეგად.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე ტერცია და 19-260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1750936489
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: ფასდაუდებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის როლი სახელმწიფო სისტემის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირების საქმეში
„ფასდაუდებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის როლი სახელმწიფო სისტემის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირების საქმეში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა უწყების 31 წლი...
1750935900
ახალი ამბები28 ივნისიდან თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - თბილისის მერია
„ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები იწყება, რის გამოც, მიმდინარე წლის 28 ივნისის 00:00 საათიდან ივლისის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა...
1750934630
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და უწყების სხვა თანამშრომლები დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უ...
1750934131
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი - „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში“
„გილოცავთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 31-ე წლისთავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში. გარდა იმისა, რომ სამსახურმა წლ...
1750932953
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურაში მუდმივად მზარდ როლს ასრულებს, მათი პროფესიონალიზმი ქმნის მყარ საფუძველს, სახელმწიფო ინსტიტუტების უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ძლიერ და თანამედროვე ინსტიტუტად ჩამოყალიბდა, სწორედ თქვენი პროფესიონალიზმი, საქმისა და სამშობლოსადმი ერთგულება ქმნის მყარ ს...