საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა

 საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება 20:00 საათამდე ჰქონდა. თუმცა, ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეეძლებათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩევლებს და ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ.

არჩევნების წინასწარი შედეგები უბნების დახურვიდან სავარაუდოდ, 2 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი.

მოქალაქეები ოთხი წლის ვადით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერს ირჩევენ.

საკრებულოს არჩევნები ტარდება მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების საფუძველზე.

საქართველოს მოქალაქეები ირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.

ცესკოს მონაცემებით, არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია. თბილისში რეგისტრირებულია მერობის 9 კანდიდატი. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა 12-ვე პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

გარდა თბილისისა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში სულ რეგისტრირებულია მერობის 112 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 4 კანდიდატი.

რაც შეეხება ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული მაჟორიტარობის კანდიდატებს - სულ რეგისტრირებულია 2 228 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 32 კანდიდატი. თბილისში კი 160 კანდიდატი.

ქვეყნის მასშტაბით გახსნილი იყო 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდა. მათ შორისაა 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში იყო გახსნილი.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობის საშუალება 3 130 348 ამომრჩეველს ჰქონდა.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 60 754-მა ამომრჩეველმა მიმართა. არჩევნების ადმინისტრირებას ახორციელებდა 34 000-მდე საარჩევნო ადმინისტრატორი.

საარჩევნო ხმის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დღემდე შეუსრულდა ან დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ პირობებს. ცესკოს მონაცემებით, წელს პირველად მიეცა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47 000-მდე ახალგაზრდას.

არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში მონაწილეობის უფლება არ აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში.

ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ საარჩევნო უბანში პირადად გამოცხადების შემთხვევაში. ასევე, საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში - გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით.

ცესკოს მონაცემებით, საარჩევნო პროცესს აკვირდებიან 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები, ასევე პროცესს აშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759596664

ახალი ამბები

„ქართული ოცნება“: უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში არჩევნები პირველივე ტურში მოვიგეთ, ოთხში დავიწყეთ, ოთხში დავამთავრეთ

 „ქართულმა ოცნებამ“ უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში არჩევნები პირველივე ტურში მოიგო, - ამის შესახებ „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ. „ქართულმა ოცნებამ“ უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში არჩევნები პირველივე ტუ...

ოცნება ქართული

1759596488

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი - ჩვენი გამარჯვება ლოგიკური იყო, რადგან მოქალაქეებმა ხმა მისცეს სუვერენულ და დამოუკიდებელ საქართველოს, მშვიდობას და ქვეყნის განვითარებას

 ჩვენი გამარჯვება ლოგიკური იყო, რადგან მოქალაქეებმა ხმა მისცეს სუვერენულ და დამოუკიდებელ საქართველოს, მშვიდობას და ქვეყნის განვითარებას. კახი კალაძეს ალტერნატივა არ ჰყავდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნ...

ლევან მაჭავარიანი

1759596330

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ყველას ვპირდებოდით, რომ დიდი უპირატესობით მოვიგებდით, თუმცა ასეთი ხმამაღალი დაპირებაც მგონი, გადაჭარბებით შევასრულეთ

 „ჩვენ ყველას ვპირდებოდით, რომ დიდი უპირატესობით მოვიგებდით, თუმცა ასეთი ხმამაღალი დაპირებაც მგონი, გადაჭარბებით შევასრულეთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. რ...

ირაკლი კობახიძე

1759596066

ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი - მართლაც შთამბეჭდავია გამარჯვება, ჩვენ ვართ უნიჭიერესი ერი, ვიკვრებთ ძალას და ღირსეულ ადგილს დავიკავებთ მსოფლიოში

 „მართლაც შთამბეჭდავია გამარჯვება, გილოცავთ. ქართულმა საზოგადოებამ მოახერხა და საბოლოოდ გავსწორდით წელში. ეს არის ის, რასაც იმსახურებს ჩვენი ისტორია, ჩვენი გენეტიკა. ჩვენ ვართ უნიჭიერესი ერი, რაღაც დრ...

ბიძინა ივანიშვილი:

1759594456

ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ 76.3% - „გირჩი“ 6.8% - „ძლიერი საქართველოსთვის - ლელო“ 7.1% - GORBI-ის ეგზიტპოლის შედეგები

 ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით მომზადებული ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლის მიხედვით, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისში პარტიებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: 👇 ✅ „ქართული ოცნე...

ეგზიტპოლი